notes from Europe

მოგზაურობა ევროპისაკენ ქუთაისიდან დაიწყო, სადაც გაფრენამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ირაკლისთან და მის მეგობრებთან ერთად გავატარე. ვნახე ბაგრატი, რომელიც ჩემს გონებაში მეათე კლასის ექსკურსიიდან ნანგრევებად იყო შემორჩენილი, ახლა კი თავიდან ბოლომდე განახლებულია.

20141014_232336

უკვე ბევრი იმსჯელეს იმაზე, ეს კარგია თუ ცუდი, ამიტომ მეც არ გადავუხვევ ჩემს ძირითად თემას, მით უმეტეს რომ, იმ მომენტშიც ჩემი გონება მთლიანად ფრენისკენ იყო მიმართული, რომელზეც მეგონა, მაგვიანდებოდა, ბიჭები კი სულაც არ ჩქარობდნენ.

2014-10-15 00.18.21

საბოლოოდ, აეროპორტში რეგისტრაციის დასრულებამდე ზუსტად 10 წამით (!) ადრე მივედი, ჩავაბარე ბარგი, დავემშვიდობე მასპინძელ-გამცილებლებს და Wizzair-ის ფერად თვითმფრინავში მოვკალათდი. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ რეისით – ზუსტად 3 საათში ბუდაპეშტში ვიყავი.

ჰენი აეროპორტში მელოდებოდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, თუმცა საერთოდ მოკლებული იმ განცდას, რომ დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. პრინციპში, 3 თვე ძალიან ბევრი მართლაც არ არის… საქართველოშიც მყავს მეგობრები, რომლებსაც თვეობით ვერ ვნახულობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში მეგობართან ჩასვლას სულ სხვა ემოციები ახლავს.

2014-10-15 05.10.26

ეს შანსი კი ჩემმა მშობლებმა მომცეს და ძალიან მადლობელი ვარ, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ შემდეგ მოგზაურობას თავიდან ბოლომდე მე დავგეგმავ და დავაფინანსებ და ეს არც თუ ისე შორეულ მომავალში იქნება :D

კარგი, დავბრუნდეთ ბუდაპეშტში, სადაც გვიან ღამით ჩავფრინდი და პირდაპირ ჰენის სახლში წავედი. ის დედასთან, დასთან და 2 კატასთან ერთად ცხოვრობს. მე კი სულ ცოტა ხანია აღმოვაჩინე, რომ კატის ბეწვზე ალერგიული ვარ. ამჯერად, რა თქმა უნდა, თბილისიდანვე შევიარაღდი წამლებით და ასე თუ ისე ვუმკლავდებოდი ახალგამოჩეკილ ალერგიას.

ბუდაპეშტი – დღე 1

ჰენი გარეუბანში ცხოვრობს, სადაც ბევრი ერთნაირი კორპუსი დგას. ამ დასახლებამ, შეიძლება, თბილისის რომელიმე ადგილიც კი მოგაგონოთ, მაგრამ როგორც კი ბუდაპეშტის ცენტრში აღმოჩნდებით, ირგვლივ სულ სხვა სამყარო იშლება.

ქალაქს ორ ნაწილად ყოფს მდინარე დუნაი, რომელიც ჩვენი მტკვრისაგან განსხვავებით გაცილებით ფართოა და, მგონი, უფრო სუფთაც. პირველ დღეს გადავწყვიტეთ მასზე გემით გაგვესეირნა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეკუთვნება და შესაბამისად დამატებითი ფულის გადახდა არ გიწევს – შეგიძლია გამოიყენო იგივე ბილეთი, რომლითაც მეტროში, ავტობუსით და ტრამვაითი მგზავრობ.

მე ვიყიდე 2 კვირიანი ბილეთი, რაც 6 300 ფორინტი ანუ დაახლოებით 20-22 ევრო დამიჯდა. ეს კი საკმაოდ ეკონომიურია, რადგან ბუდაპეშტში გადასაადგილებლად, მით უმეტეს, თუ გარეუბანში ცხოვრობ, საკმაოდ ხშირად გიწევს ტრანსპორტის შეცვლა.

2014-10-16 00.02.46

გემი დუნაის მიუყვება, რომელზეც რამდენიმე ხიდია გადებული – მარჯვნივ ანუ პეშტის მხარეს არის პარლამენტის შენობა, რომელიც სიდიდით მეორეა მთელ ევროპაში. სხვათა შორის, პირველ ადგილზე ამ მხრივ ბუქარესტის პარლამენტია, რომელიც ასევე ნანახი მაქვს, მაგრამ მასშტაბების მიუხედავად მაინც რაღაცნაირი უსახურია. ბუდაპეშტის პარლამენტი კი აი ასე, გოთიკურად და შთამბეჭდავად გამოიყურება:

20141015_135847

ჰო, მართლა – თქვენ გინახავთ მცურავი ავტობუსი? ალბათ, წყალდიდობის დროს ან მხოლოდ ფილმებში… მაგრამ ბუდაპეშტში ნახავთ ავტობუსს, რომელიც დამთვალიერებლებს ჯერ ხმელეთზე დაასეირნებს, შემდეგ კი სპეციალური პანდუსის საშუალებით მდინარეში ჩაგორდება ხოლმე :D

20141015_140013

აქვე ხშირად ნახავთ ნაოსნებს – როგორც ჩანს, კანოე უნგრეთში ძალიან პოპულარულია – სულ პატარა ბავშვები, ახალგაზრდა გოგო -ბიჭები და ხანში შესული ადამიანებიც ღღონივრად უსვამენ ნიჩბებს და მცურავი ავტობუსის მხარდამხარ მიაპობენ დუნაის “ზვირთებს”…

გემიდან ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანს ფეხით ვისეირნეთ. გზად შეგვხვდა წმ. სტეფანეს (უნგრულად იშტვანის) სახელობის ეკლესია და კიდევ რამდენიმე სკვერი, სადაც ფოტოები გადავიღეთ და შემდეგ სახლში დავბრუნდით, რადგან მე უძინარი და დაღლილი ვიყავი. გავიცანი ჰენის დედა და და, მერე კი მალე დავწექი… მეორე დღეს ბუდას უნდა ვსტუმრებოდით.

Advertisements

2 thoughts on “notes from Europe

  1. ვაი. ალერგია როგორ გადაგაქვს, თან დილაობით ეგ კატა რომ გაღვიძებს თურმე? :0)

    ჰენისთან თუ უფასოდ ცხოვრობ, ძალიან მაგარი გოგო ყოფილა ევროპელის კვალობაზე :დ

    პ.ს. ირაკლი ვინ არის?..

    • როგორ და წამალს ვსვამდი და ცოტათი მიმსუბუქებდა მდგომარეობას, თუმცა მაინც ვცდილობდი სახლში ნაკლები დრო გამეტარებინა… საშინელი რეაქცია მქონდა ხოლმე უწამლოდ – მახველებდა, ვაცემინებდი, თვალებს ვეტ ვახელდი და სულ მეგონა რომ ყელში კატის ბეწვი მქონდა გაჩხერილი…

      ჰენისთან კი, რა თქმა უნდა, უფასოდ ვიყავი. არ ვიცი ზოგადად როგორ ხდება, მაგრამ ყოფილ მოხალისეებში couchsurfing ძალიან მიღებული რამაა ^^ და ეს შემთხვევა კიდევ ჩვეულებრივი, ქართული მასპინძლობისგან დიდად არც განსხვავდებოდა.

      პ.ს.: ირაკლი არის ჩემი მეგობარი და თუ ცოტა ინტრიგნულად ჟღერდა, უცბად გავაქარწყლებ – ჩემი ერთერთი ex-ის ძმაკაცი :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s