Notes from Europe (II)

დილით ჩემზე მოსეირნე კატამ გამაღვიძა, რომელსაც მათიაში ქვია, უნგრელი მეფის სახელი და იმ დღეს ზუსტად მისი სახელობის ეკლესია მოვინახულეთ, რომლის გარშემოც გაშენებულია ე.წ. მეთევზის ბასტიონი და ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.

20141016_131024

ასევე ბუდას მხარეს, ცოტა კიდევ უფრო მაღლობზეა ციტადელი და უნგრეთში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა გელერტის ქანდაკება, რომელიც ჩვენი ქართლის დედასავით მთელ ბუდაპეშტს გადმოჰყურებს

20141016_144932.

ეს კი უკვე მე ვარ ))

20141016_143014

ბუდადან პეშტში დასაბრუნებლად გადავკვეთეთ ე.წ. ჯაჭვის ხიდი, რომელიც მდინარე დუნაიზე გადებული პირველი კონსტრუქცია ყოფილა. ხიდს თავსა და ბოლოში ლოები დარაჯობენ

20141016_151632

საინტერესოა, ნეტავ მათ ბეწვზეც ალერგია მექნებოდა? ))

სახლისკენ მიმავალ გზაზე მოვინახულეთ გმირთა მოედანი და ასევე ეს უცნაური მონუმენტი, რომელიც ბუდაპეშტელებისთვისაც სიახლეა…

20141016_152535

ასევე გზად შევიარეთ ავტოსადგურში, სადაც ვიყიდე ბილეთები ვენის მიმართულებით – ავსტრიის დედაქალაქი ბუდაპეშტიდან სულ რაღაც 3 საათის სავალზეა და მგზავრობაც ძალიან იაფია – round trip დაახლოებით 25 ევრო ღირს.

საღამოს ჰენის მეგობრებთან ერთად წავედი ბარში, სადაც გავსინჯე უნგრული კოქტეილი “მაცი” – მართლაც საჩემო სასმელია, ალკოჰოლი თითქმის არ იგრძნობა – ღვინის, გაზიანი წყლისა და მაყვლის სიროფის ნაზავისაგან კეთდება. მოგვიანებით ვაპირებდით ინსტანტში წასვლას, რომელიც ყველაზე ცნობილი კლუბია ბუდაპეშტში, თუმცა საბოლოოდ გადავიფიქრეთ, რადგან მეორე დილას ძალიან ადრე უნდა ავმდგარიყავით – ვენის ავტობუსი სადგურიდან 7 საათზე გადიოდა…

Advertisements

4 thoughts on “Notes from Europe (II)

  1. თამთა, ადრეც მითქვამს, ფილმივითაა შენი ცხოვრება-მეთქი, ანუ პოსტებს ისე წერ, ცოცხლად მიდგება კადრები და მუსიკაც კი.

    ბუდაპეშტი რა ლამაზია, არა? ვერც წარმოიდგენს ადამიანი. ანუ მე არ მეგონა, თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა.

    კატა მათიაშმა რომ გაგაღვიძა, ეგ ყველაზე საყვარელი მომენტი იყო “ამ” ფილმიდან :-)

    ველოდები ვენაში მოგზაურობის ამბებს.

    ბილი ჯოელის “ვენაა”, თუ უცებ ეს ვერსია არ გაგიხსნა, სხვა ნახე, უხდება შენს პოსტს. ლამაზი სიტყვებია თან ძალიან :-)

    • სოფი, ხომ იცი როგორ მიყვარს შენი კომენტარების კითხვა ♡ მგონი, შენსავე პოსტებზე არანაკლებ )))

      ბუდაპეშტი მართლა ზღაპრული აღმოჩნდა. სულ სხვა სილამაზე აქვს, არ გავს სხვა ევროპულ ქალაქებს.

      ვენაზე შემდეგ პოსტში მოგიყვებით და ამ ლამაზ სიმღერასაც სიამოვნებით ჩავსვამ იქვე ♡ მადლობა !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s