Notes from Europe: Vienna waits for you

პოსტის სათაური ინსპირირებულია

სოფი გოლდენისა და ბილი ჯოელის მიერ :)

ვენაში მამაჩემის მეგობართან უნდა გავჩერებულიყავით, თუმცა მას იმ საღამოს ესპანეთში გაფრენა მოუწია და ამიტომ ჩვენთვის სასტუმროს ნომერი იქირავა. ჰო, ეს ცოტათი გავდა ორი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტის მოხვედრას მდიდრულ აპარტამენტებში – ისევე როგორც ვენის ქუჩაში აღმოჩენილი ეს 2 street art გოგონა გვგავდა ჩვენ :)

2014-10-18 01.22.34

სასტუმრო ვენის ერთერთ ცენტრალურ ქუჩა Mariahilfer-ზე აღმოჩნდა, რომელიც სავსეა მაღაზიებით, კაფე-ბარებით და ტურისტებით. დილით ჩასულებს წვიმიანი ამინდი დაგვხვდა, ამიტომ შუადღემდე სასტუმროში ვიყავით, სადაც მე კარგად გამოვიძინე, შემდეგ კი გავედით ქალაქში სახეტიალოდ.

აქამდეც გამიგია, თუმცა ახლა უკვე ჩემი თვალით ვნახე – ვენა ნამდვილი მუზეუმია. ყველა შენობა ხელოვნების ნიმუშია. მაგალითად, როცა პარლამენტის შენობას ვეძებდით თითქმის ყველა სახლთან გავჩერდი, აუცილებლად ეს იქნება მეთქი :D ისე კი, პირველ დღეს ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარით, ამიტომ sightseeing მეორე დღისთვის გადავდეთ. ის საღამო კი იზისთან ერთად გავატარეთ.

2014-10-18 01.23.15

იზი კიდევ ერთი მოხალისეა რუმინეთიდან – ეთნიკურად ვიეტნამელი, თუმცა ავსტრიის მოქალაქე. სრულიად შემთხვევით, ჰენის facebook check in-იდან გაიგო, რომ ვენაში ვიყავით და ასე გადავეყარეთ ერთმანეთს. მასთან განსაკუთრებით ახლოს არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ამ დაუგეგმავმა შეხვედრამ ძალიან გამახარა – უმაგრესი შეგრძნებაა, რომ ახლა უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში გყავს ადამიანები, რომელთაც შესაძლოა ისევე შემთხვევით გადააწყდე სხვადასხვა ქალაქში, თითქოს რუსთაველზე მისეირნობო ))))

სხვათა შორის, იმავე სტატუსს გამოეხმაურნენ კუნი (ჰოლანდიიდან), კატი (გერმანიიდან) და მიხალი (ჩეხეთიდან) – სამივემ გამოთქვა სურვილი მათთანაც ჩამესეირნა. და მეც გავიფიქრე:

რატომაც არა? 

თუმცა მანამდე ვენაში გასატარებელი კიდევ ერთი დღე გვრჩებოდა.

მზიანი შაბათი დილა გათენდა

20141018_091238

გემრიელად ვისაუზმეთ

20141018_101236

სასტუმროდან დავჩექაუთდით და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურეთ. გიდობა “პატარა” მარიამმა გაგვიწია – ბავშვობაში ჩემი მეზობელი იყო და ასე ვეძახდით, თუმცა ახლა უკვე კონსერვატორიის სტუდენტია და კლასიკური მუსიკის დედაქალაქში არფაზე დაკვრას სწავლობს.

ჩვენი ავტობუსი ბუდაპეშტისკენ 7 საათზე გადიოდა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ვენისათვის ერთი თვალის შესავლებად – წმ. სტეფანეს ტაძარი, ოპერა, პარლამენტი, დედოფალ სისის სასახლეები, ბელვედერე, შენბრუნი (მათ სურათებს შეგნებულად არ ვდებ, რადგან ყველა მათგანი და ყველა რაკურსით უკვე არაერთხელ არის გადაღებული)… ასევე მოვინახულე ჰუნდერტვასერის სახლი, რომელიც პირველად გერმანიაში, ქეთისთან სტუმრობისას ვნახე და საერთოდ მაშინ აღმოვაჩინე ეს არქიტექტორი.

20141018_171153

ძალიან ლამაზი, ფერადი და ზღაპრული სტილი აქვს. ახლა უკვე მისი ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი (თუმცა ჯერჯერობით მაგდებურგის სახლი მაინც ჩემი ფავორიტია)… საინტერესოა, რომელი ქალაქი იქნება შემდეგი ?! :)

გამგზავრებამდე დარჩენილი თავისუფალი დრო ჯერ სტარბაქსის კაფეში, შემდეგ კი დუნაისპირა პარკში გავატარეთ. სხვათა შორის, ბუდაპეშტისაგან განსხვავებით ვენაში დუნაის გაცილებითვიწრო არხი ჩამოედინება.

დამღლელი, თუმცა სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე იყო. პარკში ყოფნისას ვიფიქრე, რომ ვენა ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც დაბრუნება აუცილებლად მომინდება.

ბუდაპეშტში საღამოს 11 საათზე ჩავედით და მაშინვე დავიძინეთ.

კვირა კი სულ სახლში გავატარეთ. უნგრელები ძალიან სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მანამდე ასე არ ვფიქრობდი, რადგან რუმინეთში ცხოვრებისას ჰენის, დორას და ჟუჟის თითქმის არასოდეს ჰყოლიათ სტუმრები, ჩვენ კი თითქმის ყოველ ვიქენდზე მეგობრებს ვიღებდით. აქედან გამომდინარე ცოტა მეშინოდა და ვნერვიულობდი, ჰენის ოჯახს ხომ არ შევაწუხებდი ჩემი ხანგრძლივი სტუმრობით, თუმცა იქ ჩასულს მსგავსი არაფერი მიგრძნია.

Gloomy Sunday-ს თვითმკვლელი უნგრელების სიმღერასაც ეძახიან… მისტიკური ამბავია, არა?

რატომღაც მომინდა პოსტი სწორედ ამ მელოდიით დამესრულებინა, რომელიც მართალია სევდიანია და ჩემს განწყობას არ შეესაბამება, თუმცა მაინც ძალიან მიყვარს და თქვენც სიამოვნებით გიზიარებთ :)

Advertisements

2 thoughts on “Notes from Europe: Vienna waits for you

  1. აი ვენაში ჯერ არ ვყოფილვარ და როგორ მომანდომე. თან სულ სხვა კუთხით დავინახე, რაც აქამდე არ წამიკითხავს.

    კედელზე გამოსახული გოგოები მართლა როგორ გგვანან შენ და ჰენის :დ ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს ჰენი და შენ კიდევ რა ლამაზი ხარ.

    აააა!!! მაინტერესებს, იმ გამოხმაურებებს თუ “გამოეხმაურე” შენც და იყავი გერმანია-ჰოლანდია-ჩეხეთშიც? ვეღარ ვითმენ, მალე დაწერე ყველაფერი :0)

    ჰოდა, უნგრული მელოდიები ლამაზია ძალიან, მეზობელი მყავს უნგრელი და იმის სახლიდან მესმის ხოლმე ხშირად :დ

    • მადლობა, სოფი ^^
      ზუსტად შემდეგ “სერიაში” გავიგებთ ვის გამოვეხმაურე ^^

      უნგრულ მელოდიებს რაც შეეხება, ამ სიმღერას თავიდან ტექსტიც უნგრული ჰქონია, თუმცა მერე ინგლისურადაც თარგმნეს. დავწერ მაგაზეც, თუ რატომ ეძახიან suicidal song-ს :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s