Notes from Europe: Brno

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს სტატუსს რამდენიმე მეგობარი გამოეხმაურა. მათგან ყველაზე ახლოს მიხალი იყო ჩეხეთიდან.

2014-10-15 14.05.54

ის პოლონეთის საზღვართან, პატარა სოფელში ცხოვრობს, თუმცა მითხრა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს ბრნოში, რომელიც მისი სახლიდან დაახლოებით 100 კმ.შია და იმის მიუხედავად, რომ აქ სანახავი არც თუ ისე ბევრია, მაინც სიამოვნებით გამიწევდა პერსონალურ გიდობას :)

მე და მამაჩემს განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით – ის თვლის, რომ მხოლოდ ღირსშესანიშნავ ადგილებს უნდა ეწვიო, მე კი მგონია, რომ ყველგან შეიძლება რაიმე საინტერესოს პოვნა, მით უმეტეს, როცა მეგობარს სტუმრობ.

ასე აღმოვჩნდი ბრნოში – ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქში. დღის პირველ ნახევარში მე და მიხალი უბრალოდ ქუჩებში დავხეტიალობდით. საინტერესო სანახაობას წავაწყდით ქალაქის მთავარ სკვერში – როგორ გგონიათ, რა არის ეს შავი მონუმენტი? :D არა, ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ!

20141021_134502

ეს მხოლოდ და მხოლოდ ასტრონომიული საათია, თუმცა როგორც მიხალმა მომიყვა, თავად მისმა დამპროექტებელმაც კი არ იცის მასზე დროის ცნობა :D

ამის შემდეგ ვეწვიეთ პეტრე და პავლეს ეკლესიას. თვითონ ეს გოთიკური შენობა შედარებით ახალია, თუმცა ამ ადგილზე სალოცავი მე-12 საუკუნიდან ყოფილა. კათოლიკურ ეკლესიებში აქამდეც ვყოფილვარ, თუმცა პირველად ვნახე აღსარების ჩასაბარებელი კაბინა, რომელიც აქამდე მხოლოდ ფილმებიდან ვიცოდი.

2014-10-22 09.51.482014-10-22 09.54.58

ამის შემდეგ გავისეირნეთ ფერადი ფოთლებით მოფენილ პარკში. გავსინჯე ჩეხური სასმელი ბეჩეროვკა, რომელიც 80-მდე ბალახისგან საიდუმლო რეცეპტით მზადდება, საღამოს კი წავედით მიხალის მეგობრებთან შესახვედრად ერთ-ერთ ბარში, სადაც ვეზიარე ჩეხურ ლუდს და ჩემი პირადი რეკორდი – ერთ დღეში 3 ბაკალი მოვხსენი :D

ღამით ასევე მიხალის მეგობრებთან დავრჩი. გამახსენდა EVS-ის პერიოდი, როცა couchsurfing-ს აქტიურად ვიყენებდით. ჩემი ავტობუსი ბუდაპეშტისკენ დილით, 9:30-ზე გადიოდა. მიხალმა მიმიყვანა სადგურამდე და შევთანხმდით, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა საქართველოში შედგება.

ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მეგობრის ნახვა მოვახერხე. ნეტავ ვინ იქნება შემდეგი?! :)

Advertisements

6 thoughts on “Notes from Europe: Brno

  1. რა მაგარია, თამთა!!! ჩეხეთი როგორ მიყვარს. ბრნოზე კიდევ იმდენი წამიკითხავს, გამიხარდა, რომ ეწვია, მე თვითონ არ ვყოფილვარ.
    მამაშენს კიდევ თან ვეთანხმები და თან – არა :დ ანუ პარიზში როცა ხარ, ეიფელი “გენახვინება”, გინდა თუ არა, მაგრამ ხშირად პატარა ქალაქებიდან უფრო მეტის სწავლა შეიძლება და ადამიანებიც საინტერესოები არიან ხოლმე, ვიდრე დედაქალაქში.

    მიხალი კიდევ გოგოა თუ ბიჭი? იმიტომ ამერია, რომ ფოტოზე ბიჭთან ერთად ხარ და მე კიდევ ასეთი სახელის მეგობარი გოგოები მყავს :ლოლ:

    • ბიჭია, ბიჭი :)))))
      მე მანამდე ბრნო არც კი გამეგო…
      ისე კი 1 და 2 დღე არც ერთი ქალაქისთვის საკმარისი არაა. ამ შემთხვევაშიც ეს უფრო მეგობრული ვიზიტი იყო, ვიდრე ტურისტული ^_^

  2. მითხარი რომ ბეჰეროვკა მოგეწონა <3
    ქაუჩსერფინგი უსაფრთხოა? :/ მე რატომღაც მეშინია :(

    • მომეწონა თან ძალიან… არადა ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ ვარ.
      ქაუჩსერფინგს რაც შეეხება, სულ უცხოსთან და მხოლოდ ინტერნეტით ნაპოვნთან არასოდეს დავრჩენილვარ. რამდენჯერმე იყო რომ უბრალოდ უცნობი მოხალისეები ვიპოვე, მაგრამ ჩერეზ-ჩერეზ ვიღაც… მაგრამ ჩემს მეგობრებს გამოუყენებიათ და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s