Notes from Europe: Night in Budapest

ბრნოდან დაბრუნებულს ბუდაპეშტში წვიმიანი ამინდები დამხვდა, ამიტომ იმ დღეებში ძირითადად indoor ექთივითებით დავკავდით.

Shopping

მგონი, ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პროცესია ჩემთვის ხანგრძლივი შოპინგი. არ ვიცი, როგორ ახერხებენ ადამიანები ამით სიამოვნების მიღებას.

ამის მიუხედავად, მაინც ვესტუმრე რამდენიმე სავაჭრო ცენტრს. ძირითადად, იგივე ბრენდებია, რომლებსაც უკვე თბილისშიც შეხვდებით. ნუ, კარგი – H & M ჯერ ჩვენთან არ შემოსულა. სხვათა შორის, სწორედ იქ ვიყიდე 30 ევროდ წითელი ბატინკები, რომლებიც ძალიან მომწონს და ჯერჯერობით ხარისხითაც კმაყოფილი ვარ :P

პატარ-პატარა სუვენირები შევიძინე ვაცი უტცაზე განლაგებულ მაღაზიებში, მაგრამ ყველაზე კარგი რაც იქიდან წამოვიღე კურტოშკოლაჩი იყო. მის შესახებ, მგონი ადრეც გითხარით – პირველად ჯერ კიდევ რუმინეთში გავსინჯე. ვისაც ტკბილეული და ცომეული გიყვართ, ძალიან მოგეწონებათ.

ბუდაპეშტში თითქმის ყველა ტურისტულ ადგილას შეხვდებით პატარ-პატარა ჯიხურებს, სადაც კურტოშკოლაჩს გიმზადებენ. ძირითადად, 3 ევრო ღირს, თუმცა ანდრაში უტცაზე, ზუსტად ქართული რესტორნის წინ შეგიძლიათ 1 ევროდ შეიძინოთ.

მართალია, ახალი და ცხელი ბევრად უფრო გემრიელია, თუმცა მე საქართველოშიც ჩამოვიტანე და 1 დღის “დაძველებულმაც” აშკარა მოწონება დაიმსახურა.

2014-10-20 21.32.57

ასევე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სავაჭრო ცენტრი IKEA, სადაც ცხოვრებაში პირველად ვიყავი და აი, იქიდან გამოსვლა კი ნამდვილად აღარ მინდოდა. ეგრევე თვალწინ წარმომიდგა ჩემი ოცნების ინტერიერები. სულ ცოტა დამაკლდა, რომ რომელიმე საწოლზე გავშოტილიყავი (სხვათა შორის, ეს სრულიად მიღებულია – ალბათ, ფილმებიდანაც გეცოდინებათ) და ტკბილად დამეძინა :)

Cinema

წვიმიან ამინდში კინოში წასვლაც მშვენიერი იდეაა – კინოთეატრი ასევე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული. ჩვენ “ანაბელის” ინგლისურენოვან სეანსზე შევედით.

ფილმმა იმედები ძალიან გამიცრუა – არავითარი სიუჟეტური სიახლე… მგონი, ჰორორებმა კინემატოგრაფიაში თავიანთი თავი ამოწურეს.

Nightlife

პარასკევს გამიმართლა და არ უწვიმია, ამიტომ მოვახერხე ღამის ბუდაპეშტიც მომენახულებინა. ეს იყო სულისშემკვრელი სანახაობა – დუნაის სანაპიროებს და მის ორივე მხარეს ჩამწკირვებულ, განათებულ შენობებს ვგულისხმობ. წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნება ეს ყოველივე ახლა, წინასაახალწლო პერიოდში.

2014-10-25 11.21.47

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი მიდის იქ. თავიდან მეც დეკემბერში ვაპირებდი, თუმცა მამამ გადამაფიქრებინა სიცივის გამო. მართალია, შარშან მაგ პერიოდში საერთოდაც ჰიჩჰაიკით ვიმოგზაურე, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები მართლა კარგი არჩევანი იყო ოქტომბრის მზიან დღეებში ბუდაპეშტის მონახულება. აი, მომავალ შობა-ახალ წელს კი იმედია რომელიმე ახალ ქვეყანას ვესტუმრები…

ღამის სეირნობის შემდეგ წავედით კლუბ ინსტანტაში. ევროპულ კლუბებში ძალიან ხშირია ასეთი ტიპის დაწესებულებები, სადაც რამდენიმე ოთახი და სივრცეა – ყველგან სხვადასხვა სტილის მუსიკა უკრავს და, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი ადგილი.

20141024_234703

სამწუხაროდ, იმ საღამოს ჰენის მეგობრებმა ვერ მოახერხეს ჩვენთან ერთად წამოსვლა, ჰენიმ კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ არც გართობა და არც დალევა არ უნდოდა. ჩემთვის პრობლემა არ არის მარტო ცეკვა (თან მარტო მაინც არავინ დაგტოვებს : ))), მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობდი, როცა ვხედავდი, როგორ იდგა ჰენი ვეშოლკასავით ჩემი ქურთუკით ხელში, ვიდრე მე ვერთობოდი… ამიტომ ძალიან მალე მე თვითონ შევთავაზე, რომ სახლში დავბრუნებულიყავით.

აი, ასეთი იყო ჩემი ბოლო საღამო ბუდაპეშტში. შეიძლება, ცოტა disappointing ჩანდეს, იმიტომ რომ მიყვარს ცეკვა, გართობა და ღამის ცხოვრება, მაგრამ თავიდანვე კარგად ვიცოდი, რომ ადამიანი, ვისი სტუმარიც უნდა ვყოფილიყავი ჩემნაირი party person არ არის.

სამაგიეროდ, ძალიან კარგი მეგობარია ! <3

20141025_181144

ჩვენი ბოლო Selfie აეროპორტიდან :)

მოკლედ ვიტყვი უკან დაბრუნების ამბავსაც – თვითმფრინავში ბევრი ქართველი იყო, შესაბამისად ბევრი ხმაურიც… მუდმივად ვიღაც დადიოდა აეთ-იქით. თუმცა არაუშავს, მესმის რომ მოუსვენარი ხალხი ვართ და ამას უარყოფით მომენტად ნამდვილად არ განვიხილავ, მაგრამ უზრდელობა და სითავხედე არის ის, რასაც ვერ ვეგუები…

თვითმფრინავი უკვე ჯდებოდა, როცა პილოტმა ყველას მოგვიწოდა დავმსხდარიყავით და უსაფრთხოების ღვედები შეგვეკრა. უკან მჯდომმა ბიჭებმა, რომლებიც მთვრალები იყვნენ კი ტელეფონზე რეკვა და დერეფანში სიარული დაიწყეს. სტიურდესა შეეცადა დაესვა ისინი და თხოვა, ტელეფონებიც გამოერთოთ, თუმცა მათ გინება ატეხეს.

როცა აეროპორტში შევედით, ამ ორ ბიჭს დაცვა დახვდა (როგორც ჩანს თვითმფრინავიდან გადასცეს, რომ წესრიგს არღვევდნენ)… ამ დროს მივედი მეც და ვუთხარი, რომ სამარცხვინოდ იქცეოდნენ. იმ მომენტში ვერაფერი მიპასუხეს, რადგან დაცვაც იქვე იდგა, მაგრამ გარეთაც შემხვდნენ და “დაიკო, დაიკოს” ძახილით მოინდომეს ჩემთან საქმის გარჩევა. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ასეთი საქციელით ქვეყანას არცხვენდნენ და მანქანაში ჩავჯექი…

არც კი ვიცი, დავასრულო ეს პოსტი სიტყვებით Welcome to Georgia?

რა ვქნა, რომ ჩემი პოზიტივზე ორიენტირებული ხასიათი ამის ნებას არ მაძლევს და მახსენებს “კარგი რამეებიც ხომ ხდება” ?

კი, ხდება და კიდევ კარგი… მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აგრესია გვაქვს დაგროვილი. მესმის, ამას თავისი მიზეზები აქვს – გაჭირვება, მძიმე წარსული და ა.შ., მაგრამ იმედია ერთ დღეს უფრო მეტად გავუღიმებთ ერთმანეთს, მეტ დადებით ემოციას გავცემთ და, საერთოდაც, ყველაფერი კარგად იქნება :)

Advertisements

2 thoughts on “Notes from Europe: Night in Budapest

  1. შენს ბლოგზე თოვს თურმე და მე კიდევ მეგონა, ჩემს ეკრანს სჭირდა რაღაც და რამდენჯერმე გადავწმინდე :ლოლ: :დ

    იკეა – ჩემი სიყვარული და ჩემი ქმრის – საძულველი :დ მანდ რომ მივდივართ, ვეღარ გამოვყავარ, სანამ ყველგან არ დავჯდები ან წამოვწვები. ახლა ბავშვები აღარ მაცდიან, მაგრამ ადრე ასე იყო. ძალიან საკაიფო მაღაზიაა, თან იაფია სხვებთან შედარებით. ხარისხიც დიდი ვერაფერი აქვს, მაგრამ ფასის დონეზე, მაინც გამძლეა.

    ჰენი კიდევ ძალიან საყვარელი გოგო ჩანს და რა ქნას, თუ არ უყვარს ეს ღამის კლუბები :პ თან ადვილი არ იქნებოდა შენნაირ ლამაზ მეგობართან ერთად სადმე სიარული :დ

    ქართველები სულ ასე რატომ იქცევიან, არ ვიცი, სასწაული ფენომენია. მგონი, მეც მქონდა ადრე ამაზე პოსტი, ჩემს უკან იჯდა ორი ბიჭი და ჯერ ხო დათვრნენ, მერე სტიუარდესას “შებმა” უნდოდათ და ბოლოს რა ვიცი, ლამის გადახტნენ აფრენილი თვითმფრინავიდან… მოკლედ რა. :დ

    ახალ პოსტებს ველოდები. რა ხდება თბილისში? როგორ ემზადები დღესასწაულებისთვის?

    • სოფი, სიმართლე გითხრა რაიმა განსაკუთრებული სამზადისი ჯერ არ დამიწყია. რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს და ისიც კი არ ვიცი, როგორ აღვნიშნავ..))
      არც კი ვიცი ეს მოუცლელობის ბრალია თუ ჩემი განწყობის.

      პოსტებს აუცილებლად დავწერ ძალიან მალე! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s