23 in Armenia

შარშან, ცხოვრებაში პირველად, ძალიან განსხვავებული დაბადების დღე მქონდა – 20 დეკემბრის დილას ზურგჩანთა მოვიკიდე და სამოგზაუროდ წავედი.

გადავწყვიტე ტრადიცია არც წელს დამერღვია, მით უმეტეს რომ 20 დეკემბერი შაბათს ემთხვეოდა. ასე აღმოვჩნდი სომხეთში :)

ბევრს უკვირდა რატომ ავირჩიე მაინც და მაინც ეს ქვეყანა… პრინციპში, არავის ვამტყუნებ, რადგან 3 წლის წინ მეც ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა, როცა ჩემმა დაქალმა მითხრა, რაღაც სომხურ ფილმს ვუყურე და ერევანში წასვლა მომინდაო.

ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ EVS-მა ბევრი რამ შეცვალა ჩემში – მაგალითად ის, რომ ახლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა მინდა. მით უმეტეს, როცა იქ ძალიან კარგი მეგობარი გეგულება. (თუმცა ერთ დღეს, ვიცი, სულ მარტოც სიამოვნებით წავალ სადმე კომპანიონისა და მასპინძლის გარეშე!)

თბილისიდან ერევნამდე სულ რაღაც 270 კილომეტრია, თუმცა მიხვეულ-მოხვეული გზების გამო მგზავრობა 4-5 საათს მაინც გრძელდება.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ერევანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რაც კი ცხოვრებაში მინახავს, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ეს ვიქენდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

Yerevan Arpine

სომხები რომ ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ, ეს აქამდეც ვიცოდი, თუმცა რამაც ნამდვილად გამაოცა ეს იყო მომსახურების დონე. მაგალითად, შევედით ერთ რესტორანში – მაშინვე მოვიდა მიმტანი, თავაზიანად უპასუხა ჩვენს კითხვებს და დაგვეხმარა კერძების არჩევაში. სანამ შეკვეთა გამზადდებოდა მოგვიტანეს ე.წ. აპეტაიზერი. შემდეგ კი თვითონ შეფმზარეული და რესტორნის მფლობელი გამოვიდა და გაგვეცნო.

არადა არანაირად არ ვყოფილვართ special guest-ს :)

საჭმელიც ისეთი გემრიელი იყო, რომ ყოველ ლუკმაზე სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი და ბოლოს შოკი – ეს ყველაფერი, ანუ 3 სხვადასხვა კერძი 2 ადამიანზე + სასმელი სულ რაღაც 6 000 დრამი დაჯდა ანუ დაახლოებით 25 ლარი.

მოკლედ, ერევანში თუ წახვალთ აბსოლიტურ რეკომენდაციას ვუწევ რესტორან Ararat Hall-ს.

საღამოს გართობას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ კალუმეტს. თუ ელბაქიძეზე კანუდოსში ყოფილხართ, დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნებათ რა გარემო დაგხვდებათ ამ ბარში. მფლობელები შუა ხნის ცოლ-ქმარი არიან, თუმცა ახალგაზრდული სულითა და ჰიპური იდეებით :) იქ ყველა ყველას მეგობარი, ყველა ერთად ერთობა, ცეკვავს, სვამს და მღერის :)

Yerevan Calumet

ზუსტად ასეთ ადგილებში შეიძლება გაიცნო ყველაზე საინტერესო ადამიანები – მაგალითად, ვოიჩეკი – ევროპარლამენტის თანამშრომელი პოლონეთიდან, რომელიც ერევანში მივლინებით იმყოფებოდა და რამდენიმე საათსი უნდა გაფრენილიყო, ამიტომ გადაწყვიტა შემორჩენილი დრამები დაეხარჯა და ყველას ყველაფერზე ეპატიჟებოდა. აღმოჩნდა რომ საქართველოშიც არა ერთხელ ყოფილა და ძალიანაც უყვარს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც დაესწრო, თუმცა სანამ ყველაფერი ძალაში შევა, თუ ვიზებთან დაკავშირებით რაიმე დახმარება დაგჭირდება, მე მომმართეო :)

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ ერევანი საფუძვლიანად დამეთვალიერებინა, მაგრამ არპინემ პატარა ექსკურსია მაინც ჩამიტარა. ვიყავით ეჩმიაძინში, ძველ სამონასტრო კომპლექსში, სადაც ბევრი ეკლესია და სასულიერო ტიპის დაწესებულებაა. ასევე ვისეირნეთ ერევნის ცენტრალურ ქუჩებში და დავესწარით ტიგრან ჰამასიანის კონცერტს ოპერაში, მოდერნ ბალეტის თანხლებით.

მოკლედ, ასეთი დაბადების დღე მქონდა და იმედია, მომავალ წელსაც მოვახერხებ მის განსხვავებულ გარემოში აღნიშვნას.

Advertisements

6 thoughts on “23 in Armenia

  1. 23!!! O mein Gott! :-D აუ, რა მაგარი ასაკია, თამთა. ლოვ ით :დ მოგზაურობა-თავგადასავლები-ავანტიურების პიკის დასაწყისი :დ

    ჰოდა სომხეთს რაც შეეხება, მე როგორც “ცოტა” სტერეოტიპებისგან შორს მდგომს, მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხვდები, რატომ უყურებს ხალხი ასე სკეპტიკურად სომხეთს ან თუნდაც აზერბაიჯანს, მაშინ იგივე შეიძლება საქართველოზეც ითქვას, რადგან უცხო თვალისთვის, ეს სამი ქვეყანა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

    მიხარია, რომ ასეთი კმაყოფილი ხარ შენი დაბადების დღით.

    მრავალს დაესწარი.

    აქვე ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს, თუ მანამდე ვერ “გნახე” :დ

    • მადლობა, სოფი !
      მეც ბედნიერ ახალ წელს გისურვებ შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად, რომელიც მართალია არასოდეს მინახავს, მაგრამ ძალიან მიყვარს ასე, შორიდან… :)

  2. ძალიან კარგად მახსოვს ერევანი. თუმცა სომხეთის სხვა ქალაქი უფრო კარგად მახსენდება…)))
    ალბათ იმიტომ, რომ იქ უფრო კარგ საზოგადოებაში ვიყავი ^_^
    მოკლედ რისი თქმა მინდა-არა აქვს მნიშვენლობა სად ხარ, ორმაგად მნიშვნელოვანია ის, ვისთან ერთად ხარ. შენ ეტყობა ძალიან გაგიმართლა არფინეში :*

    • ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ხარ :) არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც სადმე წასვლა უბრალოდ შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ დასასვენებლად/განსატვირთად მიდიხარ.
      ამ შემთხვევაში მართლაც გამიმართლა ♡
      სომხეთის რომელ ქალაქში იყავი? მოგზაურობდი თუ რატომ?

      • პროექტით ვიყავი გიუმრიში. შემდეგ ჯერზე ერევანში. როგორც ქალაქი- ერევანი , ცხადია , ბევრად უკეთესია, მაგრამ გიუმრულ ემოციებს ვერც შეედრებოდა იქ გატარებული დრო )))
        ხანდახან ვფიქრობ, რომ ერევანი თბილისზე უკეთესი ქალაქიცაა. ვერა? :)

  3. მაგა,

    გილოცავ ახალ წელს! ისეთივე საინტერესო წელი გქონდეს, როგორიც თავად შენ ხარ :*
    შენს კითხვას რაც შეეხება, ერევნის გარეგნულმა მხარემ დიდად ვერ მომხიბლა… შეიძლება, ბევრი რამ არც მინახავს, მაგრამ ჩემი აზრით ძველი თბილისი ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ იმავეს ვერ ვიტყვი დანარჩენ უბნებზე.
    მე რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვიყო (ან ჯადოსნური ჯოხი მქონდეს) მთელ ქალაქს აივნებიან-რიკულებიან სახლებად გადავაქცევდი :D
    თუმცა ერევნის უპირატესობაა ის, რომ არ არის ისეთი საცობები, მაგალითად, როგორც ჩვენთან, თბილისში – მე აქ უკვე სერიოზული ნევროზი ავიკიდე და თვალი კვლავ გაქცევაზე მიჭირავს :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s