What Dreams May Come

Mama’s gonna keep you right here under her wing
She won’t let you fly but she might let you sing

ახლა რომ ვუკვირდები, რაც კი ცხოვრებაში გამფიქრებია და ოდნავ მაინც რეალისტური იყო, თავისით მიხდება… თუმცა დრო რომ გადის, შესაძლოა სულაც აღარ გინდოდეს ის, რაც წლების წინ შენი ოცნება იყო. ასეა თუ ისე, მაინც სასიამოვნოა იმის გაანალიზება, რომ ცხოვრებისაგან განებივრებული ადამიანი ხარ.

ეს აზრი რამდენიმე დღის წინ, ცხელ შხაპში დგომის დროს მომივიდა თავში – პატარა რომ ვიყავი ძალიან მინდოდა ბასტი-ბუბუში მევლო. ყოველთვის ვუყურებდი მათ გადაცემებს, ვესწრებოდი კონცერტებს და ვეხვეწებოდი მშობლებს მეც მივეყვანე, თუმცა რატომღაც ამისთვის ვერ მოიცალეს.

ახლა წლები გავიდა და მაინც ამოვყავი თავი ბასტი-ბუბუში. რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა ამპლუაა, მაგრამ მოდი, მაინც ბავშვობისდროინდელი ოცნების ახდენას მივაწერ.

დღეს კი სულ სხვა მიზნები მაქვს. უფრო მეტს ვგეგმავ, ვიდრე ვოცნებობ. ალბათ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი რაციონალური გავხდებოდი და სიმართლე გითხრათ, ამის გამო გული ძალიან მწყდება. ჩემს თავში ყველაზე მეტად იმ ბავშვს ვებღაუჭები, რომელიც დიდი ხანია გაიზარდა.

რთულია ამ სამყაროში ბავშვად დარჩე – გარშემო იმდენი ვალდებულება და პასუხისმგებლობებია. 7-8 წლის ვიყავი სახლიდან რომ გავიპარე. წერილი დავტოვე, ჩემი ლექსების რვეული ავირე და სადღაც წავედი. უკან ძალიან მალე მოვბრუნდი. არ მახსოვს რატომ… ახლა კი ვეღარსად მივდივარ. თითქოს ყელზე უხილავი ჯაჭვი მაქვს გამობმული.

Nana Peter Pan

ახლა აღარ მეშინია იმ უცხო სამყაროსი, რომელიც ჩემი პირადი საზღვრებს მიღმაა. ახლა ის უფრო მაშინებს, რითიც ვარ გარშემორტყმული. ზურგზე ტვირთად მაწევს ის შეგრძნება, რომ ვალი მაქვს გადასახდელი, რომლიდანაც მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ.

ამ სიტყვებისაც მეშინია.

მეშინია, რომ შეიძლება არასწორად ამიხდეს…

Advertisements

4 thoughts on “What Dreams May Come

  1. მე ვფიქრობ, რომ შენ ძალიან გაწონასწორებული პიროვნება ხარ და თანაც რაღაცნაირი naughty ბავშვიც, ანუ ნურაფრის გეშინია, ყველაფერი რიგზე გაქვს :-)

    ეპიგრაფად პინკ ფლოიდის სიმღერიდან რომ გაქვს სტრიქონები, როგორ მიყვარს. რაც დედა ვარ, იმის მერე უფრო… რა ძნელია შვილის “გაშვება”, იცი? ანუ მეც არ ვიცი ჯერ, ჩემები ისეთი პატარები არიან, მაგრამ ძნელი უნდა იყოს. თუმცა, შენი ამ პოსტის მერე მივხვდი და თავს შევახსენებ ხოლმე, რომ let them fly :-)

    • სოფი,

      მე მგონია, რომ ყველას არც ჭირდება “გაფრენა”… ზოგი ძალიანაც კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ვინმეზეა დამოკიდებული და გადაჯაჭვული…
      აი, მე კი ხანდახან ვფიქრობ რომ სიამოვნებით ავდგებოდი, დავტოვებდი ყველას და ყველაფერს და წავიდოდი უმასამართოდ – მხოლოდ ჩემი ოჯახია ის ფაქტორი, რაც მაკავებს. ვიცი, რომ ძალიან ინერვიულებენ და ვერასოდეს გამიგებენ, მე კი მგონია რომ ამას არ იმსახურებენ.
      მართალია პრობლემები გვაქვს, ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ დაუნახავი უნდა ვიყო, რომ არ დავაფასო ის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ… მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – კი მაგრამ მე ხომ არ მითხოვია ეს?
      მათ გადაწყვიტეს ჩემი მოვლინება, აღზრდა, გაზრდა და ახლა მაქვს შეგრძნება რომ მათ წინაშე ვალდებულებები მაქვს – რომ უნდა ვიყო საამაყო, სამაგალითო შვილი. ვიცხოვრო ისე, როგორც ჩვენს ოჯახს “შეეფერება” და არა ისე, როგორც მე მინდა :)
      აი, ზუსტად ესაა გასაღები – მისცე ოდესღაც შენზე დამოკიდებულ ადამიანს საკუთარი გზის პოვნის უფლება… და სულაც არაა გამორიცხული ამ გზამ ისინი ზუსტადაც რომ შენამდე მოიყვანოს.

      • ამაზე კარგი პასუხი და ხედვა არსად წამიკითხავს. შენი მშობლები ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანები უნდა იყვნენ, რომ ასეთი შვილი ჰყავხარ.
        ზუსტად ის ადამიანია ძლიერი, რომელიც თავის “მინდას” უარყოფს და ოჯახთან დგას, რადგან საბოლოოდ, ადამიანს მხოლოდ მშობლები და და-ძმები უდგებიან მხარში.
        მე ამას ვერასდროს ვხვდებოდი და ამ ბოლო წლებში მივხვდი, ამიტომ ხშირად მაქვს სინდისის ქენჯნის გრძნობა, რომ “უძღები შვილი” ვარ, მაგრამ არაუშავს, ჩემებისადმი ვალს შვილიშვილებით ხომ მაინც ვისყიდი :დ

  2. სოფი, პირველ რიგში, გილოცავ ახალ წელს!!! შენთვის საუკეთესო სურვილები არასოდეს დამენანება, რადგან ვფირობ რომ შენნაირი ადამიანები სჭირდება მსოფლიოს :)

    სხვათა შორის, გუშინდელ საახალწლო სურვილებში, უკვე ჩემი მშობლების მხრიდანაც გაიჟღერა შვილიშვილების თემამ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s