დღეს, შარშან (01.02)

თუ ჩავთვლით, რომ ბლოგზე ახალ პროექტს ვიწყებ, ალბათ ამ პროექტს “ნოსტალგია” უნდა დავარქვა.

შარშან ამ დროს ხომ რუმინეთში ვიყავი – უფრო ზუსტად გეტყვით, კრაიოვასკენ მიმავალ რომელიმე მანქანაში ვიჯექი სუზანთან ერთად. თარიღი ასე კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ თამარას დაბადების დღე იყო და მასთან მივიჩქაროდით. კრაიოვაში მოსაღამოებულზე ჩავედით. მძღოლს ვთხოვეთ რომელიმე მაკდონალდსთან ჩამოვესვით, რადგან იქ სითბო და wifi გვეგულებოდა. ანგარიშზე არც ერთს არ გვქონდა, თამარას კი facebook გაუუქმებია. ამიტომ ინსტაგრამზე ასეთი მესიჯი დავუტოვე

for Tamara

მართლაც ცოტა ხანში ხოსემ დაგვირეკა და გვითხრა რომ უნივერსიტეტთან შეგვხვდებოდა. უნივერსიტეტის შენობას როგორღაც მივაგენით, თუმცა შემდეგ დაახლოებით 1 საათიანი ლოდინი მოგვიწია – საშინლად ციოდა და რომ არ გავყინულიყავით კიბეებზე დავრბოდით. ბოლოს როგორც იქნა ხოსე გამოჩნდა და წაგვიყვანა თამარას სახლისკენ. ახლა გამახსენდა, რომ დიდი თოვლი იდო – ერთ ქუჩაზე გაგვატარა, სადაც სულ საქორწინო კაბები იყიდებოდა.

მივედით თამარასთან, ყველანი შეკრებილები იყვნენ და სამზარეულოში სვამდნენ. მაგიდაზე შოკოლადები ეყარა, რომელიც თამარას აჩუქეს ლიენემ და გურკანმა. მგონი, ძალიან ბევრი სახელი ვახსენე – Let me introduce them to you :)

სუზანი აუცილებლად გეცოდინებათ, თუ ჩემს ბლოგს აქამდეც კითხულობდით – ის ჩემი ფრანგი რუმმეითი იყო. ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. ერთადერთი “წყვილი” ვიყავით ჩვენს სახლში, რომელიც ბოლომდე ერთად დარჩა- ანუ თავიდან 2-2 ვცხოვრობდით ოთახებში, მაგრამ გაზაფხულზე ჩვენმა “ბოსებმა” მოგვცეს უფლება ცალცალკე გადავსულიყავით ოთახებში, რადგან გათბობა საჭირო აღარ იყო და ეკონომიის გაკეთება არ უწევდათ. მხოლოდ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ ერთად დავრჩენილიყავით, დანარჩენები დაიშალნენ – არადა თავიდან ამას როგორ ვიფიქრებდი. არა იმიტომ, რომ დასაწყისში ცუდი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ სუზანი ხვრინავდა, ეს კი ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია. მერე შევეჩვიე და აღარ მაწუხებდა ხოლმე. ხანდახან მასზე ადრე დაძინებასაც ვასწრებდი და, მოკლედ, კარგად ავეწყვეთ :)

თამარა პრედეალში, მოხალისეების arrival meeting-ზე გავიცანი – სიაში წავიკითხე რომ ქართული სახელი და გვარი ეწერა, თუმცა ბელარუსიის გასწვრივ. იქვე ვიკითხე ხომ არ იცით ვინაა-მეთქი, ერთ-ერთმა გოგომ მიპასუხა – მე ვარო :) აღმოჩნდა რომ მამა ქართველი ჰყავდა, თუმცა ბელარუსიაში გაიზარდა და აქ სულ რამდენჯერმეა ნამყოფი. თვითონ ამბობს რომ ის არის “Bellarusian Girl with Georgian Heart”. სწორედ მისი დაბადების დღე იყო იმ 1 თებერვალს, მე რომ ვიხსენებ და, შესაბამისად – დღესაც. ახლა უკვე მოსკოვში ცხოვრობს და სტიუარდესობისთვის ემზადება.

ხოსე ესპანელია. ისიც პრედეალში გავიცანი – მხიარული ბიჭია, თუმცა მასთან ბევრი საერთო არასოდეს მქონია. ამ პერიოდში სუზანის secret boyfriend იყო ან გნებავთ, friend with benefits :D

ლიენე და გურკანი ერთმანეთს ასევე პრედეალში შეხვდნენ და მას შემდეგ, ე.ი. დღემდე ერთად არიან. ზუსტად რამდენიმე დღის წინ სუზანი რიგაში გაემგზავრა მათ მოსანახულებლად. გურკანი თურქია, მაგრამ EVS-ის შემდეგ ლიენესთან გადაცხოვრდა ლატვიაში.

ამ ფოტოზე კი ჩემთან, სუზანთან და თამარასთან ერთად ლიტველი იუსტინაა. მას პირველად ბუქარესტში შევხვდი, ჩვენს საახალწლო trip-ზე ახლდა ხოსეს. აღმოჩნდა რომ საქართველო შორიდან უყვარდა, რომელიღაც ქართულ-ლიტვური სერიალიდან :)

feb1

თამარას წვეულება ბოულინგ კლუბში გაგრძელდა და შემდეგ უკვე მოსაყოლიც აღარაფერია :) აი, ჩემს პროექტს რაც შეეხება მინდა რომ თარიღეების შესაბამისად შარშანდელი დღეებზე ვწერო და ფოტომოგონებებიც დავურთო. ამით ცოტათი მაინც მოვიკლავ მონატრების გრძნობას და იმედია, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ^^

Advertisements

13 thoughts on “დღეს, შარშან (01.02)

    • ალბათ ეს ფოტოები მეხმარება ცოტათი :) მაგრამ პრინციპში, გუშინწინ ჩემით გამახსენდა, რომ თამარას დაბადების დღე მოდიოდა და ეს მოგონებებიც თავისით ამომიტივტივდნენ ^^

      • რა კარგია, ყველაზე მეტად ეგ მომწონს ადამიანში, რაღაც თუნდაც უმნიშვნელო ფაქტების დამახსოვრების უნარი ან მოთხოვნილება .

  1. რა მაგარია. მომწონს ეს პროექტი ძალიან. დაველოდები შემდეგ პოსტებს.

    აუ, მეც მინდოდა სტიუარდესობა ახალგაზრდობაში, ისე ძალიან, რომ ლამის სერიოზულად “ავფრინდი”, მაგრამ მერე ფემინისტობამ შემიშალა ხელი აშკარად :ლოლ:

    უკვე ერთი წელი გავიდა შენი რუმინული პროექტიდან, არ მჯერა, მართლა რა სწრაფად გარბის დრო. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მართლა ასეა.

    • მიხარია, თუ მოგწონს ^^ next story coming soon :)
      ისე ფემინიზმი და სტუარდესობა ერთმანეთს რატომ უშლის ხელს?

    • მადლობა <3
      მეც მიყვარს შენი პოსტები და ასევე მიხარია შენი კომენტარები ჩემს ბლოგზე :*

  2. მეც ვაპირებ მსგავსი პროექტის დაწყებას, ოდნავ სხვა სტილში.
    ჯანდაბას, მე 2 წელია ამ პროექტს ვაპირებ.
    შენი კომენტარი ვნახე სოფისთან, ჩემს პოსტზე და გიპასუხე ^_^
    ჰოდა, კარგია მოგზაურობა, კარგი.
    თუნდაც აი ასეთი პოსტების დასაწერად.
    ველი შემდეგს. :*

    • ახლა ვნახე სოფისთან შენი კომენტარი, მაგრამ რადგან ბლოგპოსტი არაფრის დიდებით არ მაპოსტინებს, აქვე გიპასუხებ: მეც მგონია რომ პირდაპირობა ძალიან კარგი თვისებაა. ამას მოვაყაროთ “დიპლომატია” გემოვნებით ოღონდ :D (თუმცა ხანდახან მეც აღმოვჩენილვარ უხერხულ სიტუაციებში)

      აი, ჩამოყალიბებულს რაც შეეხება – ის არ მიგულისხმია, რომ “არ გიქრის”, უბრალოდ ასე მგონია ყველაფერზე შენი პრინციპული და ხანდახან რადიკალური აზრიც კი გაქვს. შეიძლება დროთა განმავლობაში ეს აზრი შეგეცვალოს კიდეც, მაგრამ იმ მომენტში, ასე მგონია, ვერავინ და ვერაფერი გადაგარწმუნებს :p

      შენს პოსტებს კი მეც დიდი ინტერესოთ დაველოდები – უფრო კონკრეტულად, რა ტიპის პროექტი გაქვს ჩაფიქრებული?

      • ვაიმე!
        ძალიან დიდი მადლობა!
        როგორ მიყვარს ხოლმე ასეთი სწორი შეფასებები. ყოველგვარი უწი-პუწების გარეშე.

        კიდევ იმის თქმა მინდა, რომ თუ შენს ბლოგზე არ შემოვდივარ, არა იმიტომ, რომ არ მახსოვს შემოსვლა. უბრალოდ თუ შევდივარ ბლოგზე, მაშინ ჩემსაზე დასაწერი პოსტი მავიწყდება ხოლმე. ჰოდა, აი ახლა ცოტახანი გვერდით გადავდე საკუთარი ბლოგი და ჩამოვლა დავიწყე. რა თქმა უნდა, სადაც შევდივარ, ყველგან კვალს ვტოვებ.

        ჰოდა, პროექტი იქნება პარიზული ამბები. ოღონდ ვინაიდან არავინ გამიცნია იქ, ამიტომაც ამ ამბავში ფრანგ მსახიობებს, მომღერლებს, რეჟისორებს ჩავრთავ.
        ვნახოთ რა გამოვა.

      • აი, ეგ ორმაგად საინტერესო იქნება ჩემთვის, რადგან ჩემს შემდეგ მოგზაურობას ზუსტად პარიზში ვგეგმავ ♡

      • თამთა, ჩემს ბლოგს კომენტარების რაღაც სისტემა გამოვურთე, რადგან რამდენიმე ბოღმიანი ანონიმი მიწერდა კომენტარებს და ვიფიქრე, სულის წაწყმედას გადავარჩენ-მეთქი :ლოლ:

        ჰოდა, ეტყობა ვორდპრესის ბლოგერებსაც პრობლემა გაუჩნდათ ამის გამო, რამეს ვნახავ ახლა, რომ ისევ წეროთ კომენტარები ჩემმა არაბოღმა მეგობრებმა :-)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s