Blue is a dangerous colour

დიდხანს და ბევრი ვიფიქრე იმაზე, გამომექვეყნებინა თუ არა ეს პოსტი. ჩემი ოჯახის წევრებს ვუფრთხილდებოდი – ვიცი, თუ წაიკითხავენ, ინერვიულებენ და ცოტათი გაბრაზდებიან კიდეც. მაგრამ ასე ხდება – 23 წლის გოგონები ბიჭებს ხვდებიან და პაემნებზე მიდიან ხოლმე. ზუსტად იმ გოგონებისთვის ვყვები ამ ისტორიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა და არც კი ვიცი, როგორ დასრულდებოდა, ცოტაოდენი დედუქციის უნარი რომ არ აღმომჩენოდა.

ამბავი

ცოტა ხნის წინ ერთი ბიჭი გავიცანი. მეორე დღეს ყავაზე დამპატიჟა. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა – ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით. შემდეგ ბილიარდის სათამაშოდ წავედით. მე, საერთოდ, ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ როცა კოქტეილი შემომთავაზა, უარი არ მითქვამს და თამაშთან ერთად წრუპვა დავიწყე. უცნაური ფერის სასმელი იყო – ცოტათი ამღვრეული, მაგრამ საკმაოდ გემრიელი.

როგორც ვიცით ხოლმე “ბოლომდე, ბოლომდეო” მაძალებდა და მეც ბოლო ყლუპი რომ მოვსვი ჭიქის ფსკერზე რაღაც დანალექივით შევამჩნიე. მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და თამაში გავაგრძელე.

ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ამ ბიჭს ტუჩზე ლურჯი ლაქა ჰქონდა – დაახლოებით ისეთი, კალამს რომ დაღეჭავ და მელანი გადმოიღვრება. ალბათ კიას ცარციაო, მითხრა და ლუდების მოსატანად გავიდა. რომ დაბრუნდა ჩემგან ზურგით მიტრიალდა და ბოთლები გახსნა. დავინახე რომ ჯიბეში რაღაც ჩაიდო – ალბათ, გასახსნელიანი დანა, სხვა რა?!

შემდეგ მოვიდა და ბოთლი გამომიწოდა – ღიმილით მივუჭახუნე და მოვიყუდე. უცბად ლუდი აქაფდა, ამიტომ ტუჩებიდან მოვიშორე და დავინახე როგორ ამოიფრქვა იქიდან ლურჯი სითხე. 

ელემენტარულია, ვოტსონ!

რამე ჩამიყარე-მეთქი? – საკმაოდ მშვიდად ვკითხე.

არა, დას ვფიცავარო და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რომ თავისი უმცროსი დის ფოტოები ეჩვენებინა, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებდა მეორე ჯიბეში რა ედო.

აი, სანთებელააო – მაჩვენა, მაგრამ ორივემ კარგად დავინახეთ რომ ხელს რაღაც სხვაც ამოყვა და ძირს დავარდა. დავიხარე და იატაკიდან კაფსულის ლურჯი გადანაჭერი ავიღე – აი, ზუსტად ასეთი, შიგნით ფხვნილები რომ ყრია ხოლმე.

blue

რა თქმა უნდა, იქიდან მაშინვე გამოვიქეცი – ძალიან შეშინებული ვიყავი. მართალია, დროულად მივხვდი, რომ სასმელში რაღაცას მიყრიდა, მაგრამ 1 ჭიქა უკვე დალეული მქონდა და არ ვიცოდი, რა დამემართებოდა. დავურეკე ჩემს დაქალს და ვთხოვე ჩემთან ერთად ყოფილიყო, რომ თუ რამე მომივიდოდა, მოეხედა – შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე, რადგან ისიც ისტერიულად მირეკავდა და რომ არ ვპასუხობდი მესიჯებს მწერდა, სადაც მთხოვდა მისთვის მომესმინა და ახსნის შესაძლებლობა მიმეცა.

მე და ჩემი დაქალი პირველივე აფთიაქში შევვარდით და ფარმაცევტებს ვთხოვეთ დახმარება, რომ გაგვერკვია რა ჩამიყარეს სასმელში. ზუსტად ვერ მიპასუხეს, თუმცა მითხრეს, რომ სავარაუდოდ ეს იყო რომელიმე ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალება.

ამის შემდეგ ჩემს დაქალს გაახსენდა ამერიკაში და ევროპაში ძალიან გავრცელებული roofie, ასევე ცნობილი, როგორც date rape drug !!! მაშინვე დავგუგლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს წამალი მართლაც ლურჯი შეფერილობისაა, ამიტომ მას “მსხვერპლს” მუქი ფერის სასმელებით აპარებენ ხოლმე. მისი მიღების შემდეგ კი ადამიანს უჭირს მოძრაობა, საუბარი, აქვს სიმთვრალის ეფექტი და რაც მთავარია იწვევს ამნეზიას – ანუ არ გახსოვს არაფერი რაც ხდებოდა, სანამ ამ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდი.

არ ვიცი რეალურად მართლა ეს წამალი იყო თუ არა ჩემს ორგანიზმში, თუმცა ფაქტია რაც არ უნდა ყოფილიყო, ძალიან მცირე დოზით მოხვდა და ფაქტობრივად არ ჰქონია არანაირი ეფექტი, მაგრამ როგორც პოსტის დასაწყისში დავწერე, შესაძლოა მე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარმა დაკვირვებულობამ გადამარჩინა და არც კი ვიცი, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ სასმლის მიღებას გავაგრძელებდი.

ის ადამიანი მეორე დღესაც მირეკავდა და მწერდა, რომ მისთვის ახსნის საშუალება მიმეცა. მეუბნებოდა რომ ყველაფერი არასწორად გავიგე. არ ვიცი, რეალურად შესაძლოა მართლაც სულ სხვა ფხვნილი ჩამიყარა სასმელში, მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ამას ჩემგან დაფარულად აკეთებდა. შესაბამისად, არა მგონია რაიმე კარგი მიზნები ჰქონოდა.

როგორც ხედავთ მის ვინაობას არ ვასახელებ – ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მირჩია მეჩივლა მისთვის, ბიჭებმა შემომთავაზეს ვნახავთ და მაგრად ვცემთო, მაგრამ არ მინდა ამ ისტორიას რაიმე გაგრძელება მოჰყვეს. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა ეს ამბავი მხოლოდ ჩემთვის დასრულდა მშვიდობიანად, მაგრამ არსებობენ სხვა გოგონები, რომლებსაც ასევე არ აქვთ ინფორმაცია მსგავს მედიკამენტებზე და ჩემზე გულუბრყვილოებიც არიან.

ჰოდა, მინდა რომ ამ პოსტმა ზუსტად მათ ყურამდე მიაღწიოს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ! 

Advertisements

13 thoughts on “Blue is a dangerous colour

  1. ძალიან ემოციური ამბავია, კარგია რომ მოყევი, რადგან ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს ყველამ.
    საშინელი რეაქცია მიჩნდება ადამიანებზე , რომლებიც იტყუებიან , მეც მასეთი რეაქცია მექნებოდა , მისი საუბრის მოსმენის , მისი ხმის გაგონების არავითარი სურვილი არ გამიჩნდებოდა, ხოლო ასახსნელი მას არაფერი აღარ აქვს.
    შენ კი ძალიან ყოჩაღი გოგო ყოფილხარ.

  2. xatia says:

    მართლაც საინტერესო ამბავია, მიხარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ყველა სამწუხაროდ თქვენსავით დაკვირვებული არ არის.

  3. ირინა და ხატია,
    დიდი მადლობა :) იმედია მსგავს სიტუაციაში არავინ აღმოჩნდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ ჩემს გამოცდილებას…

  4. თამთა, ძალიან კარგი ქენი, რომ გამოაქვეყნე. ყველა რომ შენსავით იქცეოდეს, საქართველოში უფრო სხვანაირად იქნებოდა საქმე. არა მხოლოდ მანდ, მთელ მსოფლიოში.

    კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დამთავრდა და არ იმოქმედა შენზე იმ წამალმა.
    ძალიან გავბრაზდი, პოსტი რომ წავიკითხე და კინოკადრივით ჩამიარა თვალწინ ჩემმა “ახალგაზრდობამ”, დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა, არასოდეს დალიო პაემანზეო და… არასოდეს დამიჯერებია. ღმერთი სულ ქეჩოში მკიდებდა ხელს და ისე მახტუნებდა უფსკრულებზე აშკარად. შენც ასე გადაგახტუნა ახლა :0)

  5. იმჰო რომ უნდა გეჩივლა.
    შენ გადარჩი მაგრამ შენი აზრით ეგეთი ადამიანი შეწყვეტს მსგავს რაღაცას?? მისი მსხვერპლი სხვა გოგო შეიძლება აღმოჩნდეს.

    • ჩორვენ და მერც,
      ერთადერთი მიზანი, რის გამოც ეს პოსტი დავწერე, ზუსტად იმ გოგოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა… ვიცი, მეტიც შემიძლია. მაგრამ იმ მომენტში ასე გადავწყვიტე და ახლა უკვე აღარც ვიცი აქვს თუ არა ჩივილს აზრი.
      ვფიქრობ ამ თემაზე კონსულტაციების გავლას. იქნებ თქვენ იცოდეთ და მირჩიოთ – ვისთან ?

      სოფი, როდე, მერც – მადლობა სოლიდარობისთვის )
      ერთგვარი UPDATE – 2 დღის წინ ისევ ეცადა ჩემთან დაკავშირებას, თუმცა მისი ზარები დაბლოკილი მაქვს და მხოლოდ missed call-ის სახით ფიქსირდება.

    • გუშინ მომწერა – არასწორად გაიგე, ჩემთვის ჩავიყარე ალკოზეპამი, რომ ადვილად არ დავმთვრალიყავიო და იმიტომ არ გითხარი თავიდანვე, რომ არ დამიჯერებდიო ))

      Bullshit :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s