signs

ჩემი ცხოვრება სავსეა ნიშნებით, რომლებიც ხანდახან უბრალო ნიშნებადვე რჩებიან და მერე ვფიქრობ, იქნებ სულაც მე გამოვიგონე, უფრო სწორად, მე მივაქციე-მეთქი ზედმეტი ყურადღება. თუმცა ერთ-ერთი ბოლო პოსტის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ დაკვირვება ზედმეტი არასოდესაა – ხანდახან შეიძლება დიდ ხიფათს აგარიდოს, ხანდახან კი შენი ცხოვრების მთავარ გზაზე დაგაყენოს.

დეტალებს თუ დააკვირდებით, მართლა შეამჩნევთ რაღაც უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში თითქოს ჩვენგან დამოუკიდებლად მომხდარ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთი შეხედვით პატარა, უმნიშვნელო ამბავი – თუნდაც ისეთი, როგორიცაა 3 თვის დაგვიანებით ჩამოსული საახალწლო წერილი – შეიძლება მართლა იქცეს ახალი წლის დასაწყისად შენს ცხოვრებაში, თანაც ზუსტად იმ დღეს, რომელიც წესით უნდა შეგძულებოდა.

არ ვიცი, იქნებ მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ?! იქნებ ვინმეს გულსაც კი ვურევ ჩემი პოზიტიური აზროვნებით ?! მაგრამ რა ვქნა თუ ყოველდღე ვრწმუნდები – კოსმოსში რაღაც დიდი ენერგია ტრიალებს. არც ერთი შენი ჩანაფიქრი უკვალოდ არ ქრება, თუმცა ისიც უნდა იცოდე როგორ ჩაიფიქრო… სულ მახსენდება ხოლმე სადღაც ყურმოკრული ფრაზა “არავინ იცის როდის ჩამოივლისო ამინი”.

რადგან ზოგადად ვწერ და კონკრეტულ ამბავს არ ვყვები, შეიძლება ჩემი სიტყვები ბოდვას გავდეს, მაგრამ ბოლო დროს თითქოს დავმძიმდი და ეს აქაურობასაც დაეტყო. მხრებზე აკიდებულ სიმძიმეს რა უჭირს, მთავარია სიმძიმე გულიდან მოიშორო და არ გაბოროტდე. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ სიკეთე ცხოვრებას მიმარტივებს და ვიცი, ერთ დღესაც ისე გავძლიერდები, რომ სხვების ცხოვრებებსაც გავალამაზებ.

ჯერ ისევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ. მივყვები ნიშნებს, ხანდახან არასწორადაც კი, მაგრამ ჯერ ისეთ გზას მაინც არ დავდგომივარ გვერდზე პატარა, საცალფეხო ბილიკი მაინც რომ არ იყოს გადასახვევი.

მოკლედ, დამიბრუნდა ძველი განწყობა და თუ წინა პოსტში მეგონა რომ დავიკარგე, ახლა ჩემს თავს ისევ ვახსენებ:

not-all-who-wander

Advertisements

2 thoughts on “signs

  1. ეგ ხომ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა-ზღაპრიდანაა, ძალიან სევდიანიდან. ობოლ და-ძმაზე, ბუებად რომ გადაიქცევიან და “ამინს” ელოდებიან, ძალიან პატარა ვიყავი, ეგ რომ წავიკითხე და დღემდე გულს მიდნობს, რომ მახსენდება.

    მიყვარს ტოლკიენის ეგ ფრაზა რომ შენი მოტოა. ყოველთვის, სადმე თუ წავაწყდი, მაშინვე შენ მახსენდები :-)

    • სოფ, მე არ მახსოვს ეგ ზღაპარი… უბრალოდ ეს “ამინის ჩამოვლა” მაქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში )

      ამ ფრაზას რაც შეეხება, ვფიქრობ ტატუდ ხომ არ ვაქციო, რომ ხშირ-ხშირად შევახსენო ხოლმე ჩემს თავს :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s