The Bitter End

მომენატრა ჩემს თავზე წერა :)

სამსახურის გამო სცენარებზე ვარ გადართული და თან ბოლო დროს ერთი იდეა ამეკვიატა – მგონია, რომ ძალიან ეგოცენტრული ვარ. სულ “მე, მე, მე”. მოთხრობებსაც კი პირველ პირში ვყვები. მაგრამ ეს ბლოგი, სამყაროს უკანასკნელი ბლოგი, იასამნისფერი და კოსმოსური, რომელიც სივრცეში ლივლივებს, მხოლოდ ჩემზეა და დანარჩენ გალაქტიკაზე ჩემი ორბიტის გარშემო, რომელსაც ჩემი თვალი და გონება წვდება.

თუმცა ჩემმა საქმემ ცოტათი მაინც წაიღო ჩემი ეგოიზმი და ბავშვებისადმი კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ჩაანაცვლა. მე მათთან ურთიერთობა მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მათგანაც იმავეს ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, თავში “ვილა ყიყლიყოს” იდეა მომივიდა. ბლოგი ჯერ მხოლოდ დასაწყისია (პირველი პოსტი 1 ივნისს დაიდება)… უამრავი გეგმა მაქვს, რომლებსაც, იმედია, განვახორციელებ.

აქ კი, აქ ვიქნები თამთა და იყო თამთა ნიშნავს იყო გულწრფელი და თქვა, რომ დაიღალე მუდმივი მისვლა-მოსვლით შენს ცხოვრებაში.

რომ ბოლო 1 წელში ყველაზე მეტმა ადამიანმა გაგიცრუა იმედები, მაგრამ თითქოს შვება იგრძენი, რადგან ნახევრად ყოფნას სულ წასვლა ჯობს.

რომ ჯერ ისევ ეძებ საკუთარ გზას.

რომ ისევ ოცნებობ, ოღონდ რატომღაც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის გეშინია.

რომ ძალიან გჭირდება ემოციები, მაგრამ თავს ვერ უყრი.

რომ ისევ გიტრიალებს თავში სიტყვათა შეთანხმება “cant-live-without-each-other-love”…

P.S.: პოსტის სათაური არის სრულიად random, Placebo-ს იმ სიმღერის სათაური, რომელიც მისი დასრულებისას აღმოჩნდა ჩართული playlist-ში.

Bonobo

რამდენიმე საათში კარგ ივენთზე მივდივარ, რომელსაც დიდხანს ველოდი და რომლის ჰედლაინერიც ბრიტანელი მუსიკოსი/DJ საიმონ გრინი, იგივე ბონობო იქნება.

Bonobo

საერთოდ, ბოლო დროს თბილისში ღამით ცხოვრება ნამდვილად ჩქეფს და განებივრებულები ვართ მსოფლიო დონის ელექტორნული მუსიკის მოსმენის შესაძლებლობით. თითქმის ყოველ ვიქენდზე რამდენიმე კლუბი ან ივენთ კომპანია მსმენელს ძალიან მაგარ საღამოებს და ღამეებს ჩუქნის.

ხალხმაც შედარებით ისწავლა ამით სიამოვნების მიღება, თუმცა ჯერ ისევ ხშირია ხოლმე ჩხუბები და ასევე გაუთავებელი აქეთ-იქით სიარული, რაც ცეკვაში ხელს უშლის სხვებს. ჰო, როგორც იქნა “ქართველი ვაჟკაცები” აცეკვდნენ :)

ფასებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გააჩნია ვინ და სად უკრავს, თუმცა, როგორც წესი, ბილეთი 20-დან 50 ლარამდე ღირს ხოლმე.

ახლა კი დავუბრუნდეთ ბონობოს, რომელსაც მე ერთხელ უკვე მოვუსმინე შარშან, Electric Castle Festival-ზე, თუმცა მაშინ გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ “ცალი ყურით” :) (ამ ამბავს სხვა დროს მოგიყვებით), ჰოდა ახლა ძალიან მიხარია, რომ ამის გამოსწორების საშუალება მექნება.

ის რაც მომწონს ბონობოს სტილში არის მსუბუქი და რბილი მელოდიები. არ ვიცი რამდენად კარგად აღვწერე, ამიტომ თქვენ თვითონ მოუსმინეთ. მე კი დროა მზადება დავიწყო ^_^

დღეს, შარშან (03.05)

“I will always remember you as the girl i chat with next to the black sea and

i have felt something that i will always keep in my special store for memories”

Darko

დღეს კვირაა… ზოგადად, არასამუშაო დღე. თუმცა მე დილით ადრე გავიღვიძე, სცენარები დავწერე და სამსახურში გავიქეცი.

არ ვწუწუნებ – დღითი დღე მიყვარდება ჩემი საქმე… მაგრამ ასევე ყოველდღიურად, უფრო და უფრო მენატრება ის, რაც შარშან ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა.

ეს ყველაფერი მოყოლილი მაქვს ამ პოსტში და არამგონია ახლა უკეთესად გამომივიდეს, მაგრამ მაშინ იყო რაღაცეები, რაც ჩემთვის შემოვინახე. ერთ-ერთი ამბავი დარკოზეა.

vamaveche

ის ამ ფოტოზე ჩემს პირდაპირ ზის და კარტს არიგებს. მე კი მას ვუყურებ და ვფიქრობ, რომ “კარგი ბიჭია, ხოიცი შენ”. :D

მზის სათვალე ჩემს მზერას ფარავს და მას აზრების კითხვა რომც შეეძლოს, ვერაფერს გაიგებს, რადგან მაკედონელია.

ცოტა ხანში თამაში გვბეზრდება – ზოგი კარავში შედის, ზოგიც ბარებისკენ მიბოდიალობს. მე და დარკო ზღვის ნაპირზე ჩავდივართ და ვლაპარაკობთ. მეუბნება, რომ ზოგადად მოხალისეების დიალოგი ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია ხოლმე, თუმცა ჩემთან საუბარი მოწონს.

მეც მომწონს – მერე რა, რომ მეუბნება სატანისტი ვარო. ვფიქრობ ერთადერთი წერტილი, სადაც ის და სატანა იკვეთებიან, მის თვალებში ათამაშებული ეშმაკუნებია.

სურათს ვუღებ:

darko

2 კვირის შემდეგ არადში მივდივარ.

Arad

კიდევ 2 კვირის შემდეგ ის ჩამოდის ჩემთან, კრისტურუში.

DarkoTamt
2 კვირის შემდეგ ისევ მე – საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

last pic

არადიდან კრისტურუში, რა თქმა უნდა, ავტოსტოპით ვბრუნდები, არპინესთან ერთად. დარკო გვაცილებს. ძალიან ცხელა და მზის გულზე დიდხანს გვიწევს მანქანის ლოდინი. როგორც იქნა, ერთი მანქანა გაჩერდა, ოღონდ ჩვენგან ცოტათი შორს. დამშვიდობების დრო არ არის. მე და არპინე მივრბივართ, დარკო კი მეძახის, რომ შემდეგ ვიქენდზე (რომელიც, ჩემთვის ბოლო ვიქენდია რუმინეთში) აუცილებლად ჩამომაკითხავს.

არ ჩამოსულა, თუმცა აღმოჩნდა რომ ასე ჯობდა. (თუ რატომ, ეს კიდევ სხვა ამბავია და ოდესმე აუცილებლად მოგიყვებით)

ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემშვიდობეთ. რაც აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ კიდევ ვნახავ დარკოს – ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებას რუმინეთიდან <3