The Bitter End

მომენატრა ჩემს თავზე წერა :)

სამსახურის გამო სცენარებზე ვარ გადართული და თან ბოლო დროს ერთი იდეა ამეკვიატა – მგონია, რომ ძალიან ეგოცენტრული ვარ. სულ “მე, მე, მე”. მოთხრობებსაც კი პირველ პირში ვყვები. მაგრამ ეს ბლოგი, სამყაროს უკანასკნელი ბლოგი, იასამნისფერი და კოსმოსური, რომელიც სივრცეში ლივლივებს, მხოლოდ ჩემზეა და დანარჩენ გალაქტიკაზე ჩემი ორბიტის გარშემო, რომელსაც ჩემი თვალი და გონება წვდება.

თუმცა ჩემმა საქმემ ცოტათი მაინც წაიღო ჩემი ეგოიზმი და ბავშვებისადმი კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ჩაანაცვლა. მე მათთან ურთიერთობა მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მათგანაც იმავეს ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, თავში “ვილა ყიყლიყოს” იდეა მომივიდა. ბლოგი ჯერ მხოლოდ დასაწყისია (პირველი პოსტი 1 ივნისს დაიდება)… უამრავი გეგმა მაქვს, რომლებსაც, იმედია, განვახორციელებ.

აქ კი, აქ ვიქნები თამთა და იყო თამთა ნიშნავს იყო გულწრფელი და თქვა, რომ დაიღალე მუდმივი მისვლა-მოსვლით შენს ცხოვრებაში.

რომ ბოლო 1 წელში ყველაზე მეტმა ადამიანმა გაგიცრუა იმედები, მაგრამ თითქოს შვება იგრძენი, რადგან ნახევრად ყოფნას სულ წასვლა ჯობს.

რომ ჯერ ისევ ეძებ საკუთარ გზას.

რომ ისევ ოცნებობ, ოღონდ რატომღაც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის გეშინია.

რომ ძალიან გჭირდება ემოციები, მაგრამ თავს ვერ უყრი.

რომ ისევ გიტრიალებს თავში სიტყვათა შეთანხმება “cant-live-without-each-other-love”…

P.S.: პოსტის სათაური არის სრულიად random, Placebo-ს იმ სიმღერის სათაური, რომელიც მისი დასრულებისას აღმოჩნდა ჩართული playlist-ში.

Advertisements

2 thoughts on “The Bitter End

  1. მე სულ არ მეჩვენები ეგოცენტრულ ადამიანად. შეიძლება ადამიანი ბევრს წერდე და ამბობდე, “მე, მე, მეო”, მაგრამ მაინც არ აბეზრებდე სხვებს თავს. მე, ყოველ შემთხვევაში :დ მე არ მაბეზრებ და მე მომწონხარ ძალიან!!! :დ

    საკუთარ თავზე წერა მეც მომენატრა ისე და ვფიქრობდი ამ ბოლო დროს, იქნებ რამე დავწერო-მეთქი და დამეზარა :დ ესე იგი, ცუდად არის ჩემი ეგოცენტრიზმის საქმე :დ

    • სოფი, მეც მომენატრა შენი პოსტები შენზე :)

      ეგოცენტრულობას რაც შეეხება – რეალურ ცხოვრებაში საერთოდ ეგოისტის ანტიპოდი ვარ. მგონი, ამით დედას დავემსგავსე (თუმცა ის ჩემზე ასჯერ უფრო კეთილია).
      უფრო მეტად პროფესიული კუთხით ვიგულისხმე ეგოცენტრულობა. ბევრი ჩემი კოლეგა ბლოგს და სოციალურ სივრცეს ისე იყენებს, როგორც ჟურნალისტი – სხვებზე წერენ, იღებენ ფოტოებს და აკეთებენ რეპორტაჟებს. მე კიდევ უფრო მეტად “დღიურივით” ბლოგი მაქვს და მაგიტომ ვთქვი, სულ ჩემს თავზე ვლაპარაკობ მეთქი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s