… more than myself

ჩემი ბოლო ჩანაწერიდან თითქმის 2 თვე გავიდა.

ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ახლა მოცემულობა ისევ იგივეა. მოკლედ მოგიყვებით რას ვაკეთებდი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში.

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან ახლადდაწყებული ურთიერთობა, რომელიც ძალიან მომწონდა და მაბედნიერებდა, ამერ-დამერია. მთელი ჩემი ენერგია შევალიე ამ ყველაფრის დალაგებას. მეგობრები მაფრთხილებდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ვნანობ, რომ ვცადე.

შემდეგი ერთი თვე ყველაფერი კარგად იყო. ბლოგზე საწერად ვერც კი ვიცლიდი იმდენად ვიყავი გადართული ამ ყველაფერზე, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გაგრძელდა. საერთოდ, პირველად მომიწია ეჭვიან ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ამის დაძლევა და გადალახვა.

ვერავინ მცნობდა, გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შევიცვალე, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ მიღირდა ეს უმნიშვნელო ცვლილებები. თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი.

samanta quote

ვიცი, რომ ახლა წინ ცოტა რთული პერიოდი მელის, რადგან ურთიერთობის დასრულებასთან ერთად, უმუშევარიც ვარ. ბასტი-ბუბუდან სექტემბრის დასაწყისში წამოვედი, TV11-ში კი ჩვენი სერიალი დროზე ადრე დასრულდა. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება – უმუშევრობას ვგულისხმობ, თორემ single სტატუსი დიდად არ მაშინებს. პირიქით, ვხვდები, რომ მაგ კუთხით აუცილებლად მჭირდება დასვენება და დიდი პაუზა.

ჰო, მართლა, კიდევ ერთი ახალი სტატუსი, რაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა – კიდევ ერთხელ გავხდი სტუდენტი, ამჟამად მაგისტრატურის, თუმცა ესეც დიდი გაუგებრობაა, რომელშიც რატომ გავყავი თავი, ჯერ ვერ ვხვდები. 1 თვეა სწავლა დაიწყო და მხოლოდ 1 ლექციას დავესწარი. არავის დაუძალებია, მაგრამ ბოლომდე ჩემი სურვილიც არ ყოფილა.

სხვათა შორის, დღეს ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. იმ უხილავ და თავსმოხვეულ გავლენებზე, რომლებიც ხშირად ძალიან მნიშვნელოვან და ხანდახან საბედისწერო არჩევანსაც გვაკეთებინებენ. ბევრჯერ დამიხუჭავს რაღაცაზე თვალი, ბევრჯერ მომისმენია ჩემში ჩაბუდებული “დედაჩემისთვის”, “ნათესავისთვის”, “მეგობრისთვის”… რაღაც მომენტში ისე მიხარია, რომ ამ ყველაფერს ვაცნობიერებ – ე.ი. ვიზრდები. ხომ ასეა?

თან ახლა რაღაც უცნაურ ასაკში ვარ. თითქმის 24 წლის – ხანდახან ძალიან პატარა მგონია ჩემი თავი, ხან კი პანიკა მიპყრობს და შიგნით ათასი თამთა დამირბის, თავში ხელს ირტყამენ, თვალებს გიჟებივით აცეცებენ და მინიონების ხმაზე რაღაცეებს ყვირიან. შეიძლება ეს ათასი თამთაც სინამდვილეში თამთები კი არა “დედაჩემი”, “ნათესავები”, “მეგობრები”, “მეზობლები”, “მედია” და ათასი სხვა ვიღაც არიან.

მოკლედ, ისევ და ისევ თვითგამორკვევის პროცესში ვარ. ალბათ, ეს არც არასოდეს დასრულდება. არც ვიცი, მინდა კი რომ დასრულდეს?

Advertisements

2 thoughts on “… more than myself

  1. თუ შეიძლება ჩემს ერთ ძველ პოსტს დაგილინკავ, რომელიც შენს ასაკსა და თითქმის შენს მდგომარეობაში მყოფს მაქვს დაწერილი:

    საკუთარი თავის ძებნაში

    ჰოდა, მე თუ ვიპოვე და გავერკვიე იმაში, თუ რა მჭირდებოდა მართლა და სად იყო ჩემი ადგილი, მჯერა, შენც გამოგივა. მთელი გულით გისურვებ, რომ ასეც იყოს!!!

    • სოფი, დიდი მადლობა!
      წავიკითხე შენი პოსტი და კიდევ ერთხელ დავწრმუნდი, რომ I’m not alone და ეს ყველაფერი რაც ხდება ბუნებრივი და საჭიროა.
      უბრალოდ ძალიან მაინტერესებს სად მიმიყვანს… :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s