ფიქრის დრო

ცოტა ხნის წინ წავაწყდი ამ ქარდს… ამაზე მეც ხშირად მიფიქრია.

if-i-didnt-think-sylvia-plath-quote

ბოლო დღეებში ჩემს თავს ფიქრი ავუკრძალე. “რატომ”, “როგორ”… “იქნებ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი?”… ვუბრუნდებოდი კონკრეტულ მომენტებს უახლოესი წარსულიდან და ისტორიას ვცვლიდი… ამ ყველაფერს კი მხოლოდ დეპრესიისკენ მივყავდი. ამიტომ, უბრალოდ ავდექი და ფიქრი შევწყვიტე.

რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ შევწყვიტე ფიქრი იმ თემაზე, რაც უსიამოვნო ემოციებს იწვევს ჩემში. როგორც კი მასთან დაკავშირებული რომელიმე მოგონება ამომიტივტივდება, მაშინვე სხვა რამეს ან ვინმეს ვიხსენებ და ასე ვირთობ თავს.

ბერლინელი არტპარაზიტებისგან ერთი რჩევაც მივიღე და ვცდილობ ზედმიწევნით შევასრულო:

Let go of all the memories, until all that is left is the feeling that you’ve forgotten something but you can’t remember what it is.

ვცდილობ ისევ თავიდან შევიყვარო ჩემი თავი, ამიტომ ახლა დროს ვერ ვუთმობ ახალ ადამიანებს. დავიღალე და დასვენება მინდა, არ მაქვს იმის ენერგია, რომ ვინმე გავიცნო, ვინმეს გავუღიმო, ველაპარაკო, მოვუსმინო… ახალ სერიალებსაც კი ვერ ვუყურებ და ამიტომ “სასოწარკვეთილ დიასახლისებს” დავუბრუნდი.

ბოლოს 2 დღის წინ ვიტირე… ვარჯიშზე მივდიოდი და უცბად, ქუჩაში ფეხი გადამიბრუნდა. უკვე მეოთხედ ვიღრძე ეს კოჭი და ახლა წოლითი რეჟიმი მაქვს. იმ მომენტში თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე მოვთქვამდი, ყველაფერი ცუდი რატომ მემართება-მეთქი…

მართლაც, წარმოიდგინეთ – გარეთ მზიანი, თბილი შემოდგომაა… თანაც ვიქენდს დასვენების +1 დღე მიება… ასპრიას აბონიმენტში 110 ლარი გადავიხადე და მხოლოდ 2-ჯერ მოვასწარი მისვლა. ახლა, ვინ იცის, როდის შევძლებ ვარჯიშს… ამასობაში, იქნებ ვადაც გაუვიდეს.

ხომ არ იცით, მართლა არსებობს ეს “შავი პალასა”? და თუ კი, როდემდე გრძელდება?

 

 

 

Advertisements

2 thoughts on “ფიქრის დრო

  1. ოჰ, კოჭის ღრძობა რა ცუდია, გამომიცდია.
    მართალი იყო პლათი, პრინციპში.
    აუცილებლად გაივლის ეს მუქი პერიოდი, მაგრამ ზოგჯერ როგორ იცის, არა? ასე გგონია, მორჩა, სულ ასე დათარსულად იქნება ყველაფერი :’/ მაგრამ არ იქნება.
    გამოჯანმრთელებას და სიხარულს გისურვებ, წარმატებებს და მხოლოდ თეთრ “პალასებს” :-) ეს პალასები კარგი გამოვიდა ისე ;-)

    • მადლობა, სოფი :)
      ამ თვეში მართლა ყველაფერი ერთმანეთს მიება… აი, დეკემბერს ველოდები. ჩემი თვეა და მერე, პრიცნიპში, ახალი წელიც მალე მოვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s