24

 

გუშინ ღამით ვიწექი და გასულ წელზე ვფიქრობდი. ნელ-ნელა მახსენდებოდა რაღაც ფაქტები და მიკვირდა – აუ, ესეც წელს მოხდა? არადა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხანი გავიდა და უკვე მავიწყდებოდა კიდეც.

მოკლედ, სულ რამდენიმე წუთში 24 წლის ვხდები და რადგან ახალი წელიც კარს მოგვადგა, ტრადიციულად ვიწყებ 2015-ის შეჯამებას.

ზუსტად 2 წლის წინ დავწერე ეს ძალიან გრძელი პოსტი , სადაც ვამტკიცებ რომ 2013 ძალიან ნაყოფიერი და მრავალფეროვანი წელი აღმოჩნდა ჩემთვის. ჰოდა, ასე გაგრძელდა 20142015-შიც, მაგრამ წელს, ისევე როგორც შარშან, სიცარიელის და დაღლილობის შეგრძნება არ მტოვებს.

ვიცი, რომ არიან ადამიანები და მათი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. წლები ჭირდებათ რაღაცის შესაცვლელად – თმის ვარცხნილობიდან დაწყებული, სამსახურით დამთავრებული. ჩემთან კი გამუდმებით სიახლეა და, ალბათ, ეს გაცილებით საინტერესოა, მაგრამ ცოტათი დამღლელიც… იმიტომ, რომ ხშირად ეს ცვლილებები არც ისე უმტკივნეულოა.

  • მოგზაურობა

სულ ვიძახი, საქართველო უნდა შემოვიარო მეთქი, მაგრამ ეგ გეგმა ვერც წელს შევასრულე, სამაგიეროდ 4 ქვეყანაში ვიყავი: სომხეთში და საფრანგეთში – პირველად, უნგრეთში და ჩეხეთში – განმეორებით. თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ევროტურის ბილეთები საკუთარი ფულით ვიყიდე და ამით ვამაყობ, რადგან პირველად გავუკეთე ჩემს თავს ასეთი საჩუქარი.

  • კარიერა

წლის დასაწყისიდან ზაფხულამდე ბასტი-ბუბუში ვმუშაობდი. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, პატარებთან ურთიერთობა და გადაღებები. ამავე პერიოდში, პარალელურად ვმართავდი სათამაშოების მაღაზიის facebook-ს… მოკლედ, მთელი თავით საბავშვო ინდუსტრიაში ვიყავი გადავარდნილი :D ერთ დღეს კი ვიფიქრე, სცენარისტობა ხომ არ მეცადა მეთქი. ამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში facebook-ზე ძველმა ნაცნობმა დამამატა და მკითხა – “სცენარისტობით ხომ არ ხარ დაინტერესებულიო”? მოკლედ, ასე აღმოვჩნდი TV11-ში, სადაც 3 თვე გავატარე. ოქტომბრის ბოლოს სცენარის წერას მოვრჩით და მეც “დროებით უმუშევარი” ვიყავი, თუმცა ახლა უკვე 1 კვირაა, რაც ახალი სამსახური დავიწყე.

  • წლის highlight

გადახედეთ ამ პოსტს <3

  • ურთიერთობები: მეგობრები და soulmate

ჰო, წელს ახალი მეგობრებიც შევიძინე. რა საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი? ხომ ამბობენ, რაც უფრო იზრდები ადამიანი, უფრო და უფრო ვიწროვდება შენი სამეგობრო წრეო… იმასაც ვხვდები, რომ ამ სიტყვამ ცოტა სხვა დატვირთვა შეიძინა და დიდი ხანია, რაც soulmate-ობას გაცდა.

აი, რაც შეეხება soulmate-ს… ის ჯერ ნამდვილად არ მიპოვია. სამაგიეროდ, ერთ კარგ ფილმს ვუყურე და ეს დიალოგიც სამუდამოდ ჩამებეჭდა თავში:

Do you believe in soulmates? I do. I like the concept that someone… somewhere … is meant to be with you forever.

Advertisements

3 thoughts on “24

  1. ვფიქრობ, ძალიან კარგი წელი გქონდა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო გექნება. ამას ბანალურად არ გეუბნები, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც სჯერა, რაც უფრო იზრდები ადამიანი, ცხოვრება უკეთესი ხდება. ბუნებრივია, თუ ადამიანი თავადაც ცდილობს გაზრდას და უკეთესობისკენ სწრაფვას.

    მეც მჯერა soulmate-ის :დ but it’s a HARD work to find and HARDER to keep.

  2. მადლობა, სოფი :*
    მეც მჯერა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუმცა სიმშვიდესაც მომიტანს.
    შენ კი ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s