new chapter

 

დაიწყო ახალი წელი. ათვლის ახალი წერტილი. ყველაფერი რაც აქამდე მოხდა, ახლა უკვე ისტორიაა და სულ მალე ისე გაიხსენებ, როგორც რაღაც ძალიან შორეულ, უცხო ამბავს.

ახალი ამბების დროა. ჯერ რომ წარმოდგენაც არ გაქვს, ისეთი ამბების. ზამთარი გაივლის და შენც ნელ-ნელა გაიღვიძებ. სიცარიელე შეივსება, სხვანაირად არ გამოვა. ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება.

ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს უნდა მოუსმინო. იმიტომ არა, რომ ყველაზე ჭკვიანი ან მართალი ხარ, უბრალოდ მხოლოდ შენ იცი რა გინდა და რა გჭირდება. ხშირად ამბობ, რომ დაბნეული ხარ და ამას ვერ ხვდები, მაგრამ ეს ტყუილია. ყველაფერი ძალიან კარგად იცი, მთავარია აღიარო.

ყველაზე მეტად ის მიყვარს შენში, რომ არასოდეს ბოროტდები. რა კარგია, რომ მე და შენ ერთად ვართ. სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო?

სხვანაირად არ იქნებოდა.

 

Advertisements

2 thoughts on “new chapter

  1. “ყველაზე მეტად ის მიყვარს შენში, რომ არასოდეს ბოროტდები” – ეს ხასიათის ყველაზე ძლიერ და კარგ თვისებად მიმაჩნია ადამიანებში. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასეთი ადამიანი უნდა იყო.
    ყოველთვის ასე იყავი, გაბოროტება მხოლოდ ასუსტებს ადამიანს. რაც უფრო იზრდება ადამიანი სულიერ-ხორციელად, მით უფრო გამგები, ტოლერანტი და “მშვიდსულიანი” ხდება, ჩემი აზრით.
    მე ყოველთვის არ გამომდის სულის დამშვიდება მაგრამ ვფიქრობ, ასაკთან ერთად ერთი ათასჯერ მეტად გამგები და კეთილი გავხდი :დ

    P.S. შენი ბლოგის ახალი დიზაინიც ძალიან მომეწონა :-)

    • P.S2. კომენტარს ან რამეს რომ ვწერ ქართულად, მერე ვხვდები რამდენი ტავტოლოგიურ-სინტაქსურ-შტერული შეცდომები მაქვს ხოლმე დაშვებული, ბოდიში.
      აშკარად ცუდად მოქმედებს ჩემი ენის ცოდნაზე ბლოგის საერთოდ მიგდება :-(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s