Sleeping With Ghost

 

დილიდან იმაზე ვფიქრობდი, დღეს თუ არ მოვიდა, საერთოდ აღარ მოვა მეთქი. რამდენჯერმე შევამოწმე ინბოქსი, რამდენჯერმე დავხუჭე თვალები და შევეცადე აღმედგინა შენი ბოლო მონაწერი, რომელიც წავშალე და თითქოს შენც გაქრი. ვერ ვიხსენებ, როგორი ხმა გაქვს და შენი სახეც ბუნდოვანდება – დახატვა რომ მომინდეს, ალბათ, თეთრ ფურცელზე რამდენიმე მკრთალ წერტილს დავსვამ და დავაწერ “ჭორფლები”.

უცნაურია შენზე ფიქრი – უფრო სწორად, შენი ყოველდღიურობაში წარმოდგენა. ვერ ვხვდები, რას უნდა აკეთებდე მაშინ, თუ მარტო არ ხარ. ვერ ვხვდები, როგორები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად ცხოვრობენ. ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ გამომეგონე და მხოლოდ ჩემს თავში გეარსება, მაგრამ რეალური ხარ და ზუსტად ეს მიკვირს.

როგორ მოვახერხე, რომ მოჩვენებად მექციე?

noface

 

 

Advertisements

5 thoughts on “Sleeping With Ghost

  1. ახლა ვნახე შენი ბლოგი და რა თქმა უნდა სულ პირველი პოსტები მოვძებნე, ძირითადად ასე ვიქცევი ხოლმე. ხოდა მინდა გითხრა, რომ დიდი სხვაობაა და ჩანს რომ გაიზარდე. სულ უკეთესი და უკეთესია. მომწონს შენი ბლოგი. :)

    • გამარჯობა და დიდი მადლობა :)
      მერვე წელი დაიწყო, რაც ბლოგზე ვწერ. დროის მანქანას დაემსგავსა აქაურობა – შემიძლია, უცბად აღვიდგინო რას ვაკეთებდი 2009 წლის აპრილში, რაზე ვფიქრობდი, როცა 17 წლის ვიყავი და ა.შ.
      თუმცა, რეალურად 8 წელი ძაალიან დიდი დროა, ბევრი რამ მოხდა ამ პერიოდში და, რა თქმა უნდა, გავიზარდე კიდეც.
      მიხარია,თუ ჩემს ნაწერსაც ეტყობა და ისიც მიხარია, თუ შენი სახით ახალი მკითხველი შევიძინე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s