მორიგი დღე – პარასკევი

სახლში ხუთნი ვცხოვრობთ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ტელევიზორიც ჩვენი ოჯახის წევრია.

tvv

სამსახურიდან წამოვედი და შუადღემდე მძინავს ხოლმე. დღესაც 2 საათზე გავიღვიძე და კიდევ დიდხანს ვიწექი. გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ როგორ მიხაროდა ცნება “პარასკევის” გაჩენა ჩემს ცხოვრებაში და გამეცინა. მოკლედ, ახლა ისევ უმუშევარი ვარ და ყოველი დღე შაბათია. თან ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეგობრების უმრავლესობაც უსამსახუროდ დარჩა, მაგრამ მაინც ჩვენ-ჩვენთვის ვართ შეყუჟულები.

წინა პოსტზე კედიმ დამიწერა რამე მნიშვნელოვანი გააკეთეო და მივხვდი, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერი უაზრობად მეჩვენება. შესაბამისად, არაფრის კეთება არ მინდა. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ან ვიწვე – ესეც სულერთია. ჯერ ვერ ვპოულობ ენერგიას იმისთვის, რომ სიხარული დავიბრუნო. ხანდახან მეშინია ძალიან არ ჩამითრიოს-მეთქი ამ მდგომარეობამ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თბილმა, მზიანმა ამინდმა დამარწმუნა – უბრალოდ გაზაფხულს უნდა დაველოდო.

გაზაფხულიდან ისევ შეგიყვარებთ ყველას, მანამდე კი მარტო ყოფნა მინდა – ოჯახის, მეგობრების, ახალი ნაცნობების გარეშე. მინდა რომ სრული სიჩუმე იყოს მანამ, სანამ მე თვითონ არ მივვარდები ადამიანებს და ვთხოვ, რომ დამელაპარაკონ.

 

 

Advertisements

6 thoughts on “მორიგი დღე – პარასკევი

  1. ამაზე გამახსენდა, ერთხელ მოვიტყუე, ვითომ მუნჯი ვიყავი და ვიღაც უცნობებს არ დაველაპარაკე..
    როგორ მესმის შენი, იცი?
    მინდა, გაიაროს ამ საზიზღარმა ზამთარმა და გაგახაროს გაზაფხულმა ბევრი კარგი ამბებით!!!

    • ხანდახან ნაცნობებთან ლაპარაკიც არ მინდა ხოლმე…
      მადლობა, სოფი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s