როგორ გახდა თამთა ავად და რაზე ფიქრობდა ამ დღეებში

წიგნებში ან ფილმებში არის ხოლმე ასეთი სათაურები, ჰოდა მეც მოგიყვებით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შაბათს თანამშრომლებთან, არტ დირექტორთან, ფოტოგრაფთან და ჩვენს პატარა მოდელთან ერთად აგარისკენ გავემართე. სულ მალე იქ ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნება, თუმცა სანამ ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენს გადასაღებ მოედნად იქცა.

weroebi

ამინდში თან გაგვიმართლა (რადგან არ წვიმდა) და თან არა (რადგან საშინელი ქარი იყო)… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გავცივდი და უკვე მეოთხე დღეა საწოლში ვწევარ.

ასეთ დღეებში, ბევრი არაფერი ხდება ხოლმე, რადგან გარესამყაროს მოწყვეტილი ხარ, მაგრამ, სამაგიეროდ, ფიქრისთვის კი გრჩება დრპ. ავადმყოფობის მიუხედავად, მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი გაზაფხულია. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ სამყარომ ასე ზედმიწევნით გაიგო რა მინდოდა და პირველი მარტიდან ახალი ეტაპი დაიწყო.

ძალიან მიყვარს ხოლმე მოვლენების ჯაჭვის ძიება და მიხარია, როცა ვრწმუნდები, ჩემი გადაწყვეტილებების სისწორეში ან თუნდაც იმაში, რომ იმან, რაც ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა და რასაც ძალიან განვიცდიდი, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა.

ფიქრი ყოველთვის მიყვარდა, დაფიქრებას კი ახლა ვსწავლობ… ბევრი სულელური ნაბიჯი გადავდგი, რასაც თავის დროზე ვამართლებდი, მაგრამ დღეს მინდა, რომ უფრო წინდახედული ვიყო. პედანტური გათვლებით, ალბათ, ვერასდროს ვიცხოვრებ, თუმცა სანამ რამეს ვიტყვი/გავაკეთებ ათამდე… არა, სამამდე მაინც დავითვლი :)

Advertisements

რობი, მე და ნიკი

ძილის წინ facebook ჩამოვსქროლე და გავიგე, რომ 27 მაისს თბილისში რობი უილიამსი ჩამოდის. გამიხარდა, მისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა მიყვარს და თვითონ ტიპაჟიც მომწონს.

eternity024

ახალგაზრდობაში ძალიან სექსუალური იყო ^^

ვერ ვიტყვი, ჩემი საყვარელი მუსიკოსია-მეთქი, მაგრამ მის კონცერტს აუცილებლად დავესწრები. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საქართველოში კარგი მუსიკოსები ჩამოჰყავთ და ჩამოდიან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შარშანდელი Open Air იყო, რომლის ლაინ აფის დაანონსებას წელსაც მოუთმენლად ველი. იმაზე კი საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ქართული კლუბები ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს როგორ ანებივრებენ.

ასეთ მომენტებში, სრულიად რეალურად მეჩვენება იმაზე ფიქრიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ნიქ ქეივსაც აუცილებლად მოვუსმენთ, თუმცა მას შემდეგ რაც მისი შვილი ტრაგიკულად დაიღუპა, კონცერტი აღარ გაუმართავს. იმედი მაქვს, რომ მუსიკალური კარიერა არ დაუსრულებია და სცენას ისევ დაუბრუნდება.

12922093_884893458276621_267208245_o

კადრი ფილმიდან “20000 დღე დედამიწაზე”

მანამდე კი ველი მის წიგნს, რომელიც, როგორც გავიგე ქართულ ენაზე ითარგმნა. უკვე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციაზე მოიწვიონ. აი, მაშინ კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასთან შესახვედრად აკრედიტაცია მივიღო – მზად ვარ ჩემს ბლოგზე ყველა პოსტს ჩამოვუარო, დავაედითო და ნიქ ქეივს მივუძღვნა :)

ისე, ხანდახან მართლა ვფიქრობ ხოლმე თემატური ბლოგის შექმნაზე. რამდენიმე მცდელობაც მქონდა – ჯერ online shopping-ზე დავიწყე წერა, ხან უნივერსიტეტის პრობლემებზე, მაგრამ მალე მომბეზრდა. შარშან კი “ვილა ყიყლიყოს” იდეა გამიჩნდა, რომელიც, ზუსტად ვიცი, ძალიან მეყვარება, თუმცა ჯერ თავი ვერ მოვაბი.

არაუშავს… რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამის დროც მოვა და ჩემს ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება, რომლებზეც აუცილებლად მოგიყვებით :)