რობი, მე და ნიკი

ძილის წინ facebook ჩამოვსქროლე და გავიგე, რომ 27 მაისს თბილისში რობი უილიამსი ჩამოდის. გამიხარდა, მისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა მიყვარს და თვითონ ტიპაჟიც მომწონს.

eternity024

ახალგაზრდობაში ძალიან სექსუალური იყო ^^

ვერ ვიტყვი, ჩემი საყვარელი მუსიკოსია-მეთქი, მაგრამ მის კონცერტს აუცილებლად დავესწრები. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საქართველოში კარგი მუსიკოსები ჩამოჰყავთ და ჩამოდიან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შარშანდელი Open Air იყო, რომლის ლაინ აფის დაანონსებას წელსაც მოუთმენლად ველი. იმაზე კი საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ქართული კლუბები ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს როგორ ანებივრებენ.

ასეთ მომენტებში, სრულიად რეალურად მეჩვენება იმაზე ფიქრიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ნიქ ქეივსაც აუცილებლად მოვუსმენთ, თუმცა მას შემდეგ რაც მისი შვილი ტრაგიკულად დაიღუპა, კონცერტი აღარ გაუმართავს. იმედი მაქვს, რომ მუსიკალური კარიერა არ დაუსრულებია და სცენას ისევ დაუბრუნდება.

12922093_884893458276621_267208245_o

კადრი ფილმიდან “20000 დღე დედამიწაზე”

მანამდე კი ველი მის წიგნს, რომელიც, როგორც გავიგე ქართულ ენაზე ითარგმნა. უკვე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციაზე მოიწვიონ. აი, მაშინ კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასთან შესახვედრად აკრედიტაცია მივიღო – მზად ვარ ჩემს ბლოგზე ყველა პოსტს ჩამოვუარო, დავაედითო და ნიქ ქეივს მივუძღვნა :)

ისე, ხანდახან მართლა ვფიქრობ ხოლმე თემატური ბლოგის შექმნაზე. რამდენიმე მცდელობაც მქონდა – ჯერ online shopping-ზე დავიწყე წერა, ხან უნივერსიტეტის პრობლემებზე, მაგრამ მალე მომბეზრდა. შარშან კი “ვილა ყიყლიყოს” იდეა გამიჩნდა, რომელიც, ზუსტად ვიცი, ძალიან მეყვარება, თუმცა ჯერ თავი ვერ მოვაბი.

არაუშავს… რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამის დროც მოვა და ჩემს ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება, რომლებზეც აუცილებლად მოგიყვებით :)

Advertisements

4 thoughts on “რობი, მე და ნიკი

  1. NO WAY!!!!!!!!!
    როგორ მიყვარდა რობი უილიამსი ადრე, იცი? ძ ა ლ ი ა ნ ! ! !
    ჰაჰა ერთხელ დამესიზმრა თინეიჯერობისას, რომ ვითომ პირდაპირ ჩემს სახლთან ჩამოვარდა მისი თვითმფრინავი რომელიღაც ტურნედან და მე გადავარჩინე და შევიფარე :ლოლ: ვაიმე, რა სასაცილო ვინმე ვყოფილვარ. რა სიზმრები მესიზმრებოდა რობიზე შეყვარებულს, ჰაჰა ეს ყველაზე ნეიტრალური ;-)))))

    წლებია აღარ მომისმენია და საერთოდ არ ვიცი მისი ახალი რეპერტუარი (თუ საერთოდ აქვს), მაგრამ მესიამოვნა, რომ ჩამოდის და ისიამოვნებთ მისი ხმით. იმედია, ახლა არ ჩამოვარდება მისი თვითმფრინავი ჩემს სახლთან, როცა უკვე მანდ აღარ ვცხოვრობ :დ

    • ჰაჰა :))) აი, მე კი ამასწინათ facebook-მა შემახსენა ჩემი შარშანდელი სიზმარი ნიქ ქეივზე, ოღონდ გაცილებით მშვიდობიანი და უსაფრთხო… ვითომ ერთად ვიღებდით კლიპს :P

      ისე, დარწმუნებული ვარ გერმანიაშიც ექნებოდა ტურნე და არასოდეს გაგჩენია სურვილი, რომ დასწრებოდი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s