All the lonely people

საერთოდ ვეღარ ვწერ… უფრო სწორად, ვეღარ ვაქვეყნებ. რომ ნახოთ, რამდენი შენახული draft მაქვს და კიდევ რამდენი წავშალე… როგორც კი ნიუ პოსტის ფანჯარას ვხსნი, მაშინვე ვიწყებ სიტყვების ძებნას, რომ ჩემი გრძნობები გადმოვცე, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჭირს ამაზე ლაპარაკი.

tmbl

არადა, გამუდმებით წერის მოთხოვნილება მაქვს… თან “ნორვეგიული ტყე” რომ წავიკითხე, ერთი ფრაზა ჩამებეჭდა თავში:

იმისთვის რომ მოვლენებს ბოლომდე ჩავწვდე, მათზე უნდა ვწერო

ამბობს ვატანაბე და მერე ისე წერს, ისე იხსენებს ყველაფერს თბილისიდან ბათუმამდე მატარებელში რომ თვალისდაუხამხამებლად შემოგეკითხება.

2 თვეზე მეტი გავიდა იმ დღეებიდან, როცა ზამთრის გაცილება და გაზაფხულთან შეხვედრა ზღვაზე გადავწყვიტე. განმარტოება და ყველაფერზე ფიქრი მინდოდა, მაგრამ ისევ თავიდან დაიწყო, ისევ წრეზე წავედი… ხანდახან მგონია, რომ ერთი უიღბლო ვინმე ვარ, ვინც ყოველდღე მიდის ჯიხურთან, ყიდულობს ლატარიის ბილეთს და ვერასოდეს იგებს ჯეკპოტს.

დავწერე, მაგრამ მაინც ვერაფერს ჩავწვდი.

 

Advertisements

4 thoughts on “All the lonely people

  1. გელა says:

    ვერ ვხვდები როდის შემცივდა
    პირველად, მაგრამ ვმუშაობ საკუთარ თავზე,იმედია ერთ დღესაც გამითბება სული,აღარავის გადავდებ ჩემს უნებლიე მარტოსულობას და აღარც არავის მივცემ საბაბს მკითხოს, ხომ კარგად ხარ ?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s