Tuesday Evening, Rain was Falling

3 თვის შემდეგ ისევ წავედი ბათუმში. ამჯერად Maroon 5-ის კონცერტის გამო, რომელიც ჩემი საყვარელი ჯგუფი არასოდეს ყოფილა (თუმცა, რატომღაც, მაინც ყველა მათი ჰიტი მცოდნია)… მთელი თბილისი რიგ-რიგობით გაიხვეტა თბილისიდან (თბილისი თბილისიდან გაიხვეტა – რა უცნაურია) და მეც არ ჩამოვრჩი… ვიყიდე ბილეთი, ვიპოვე თანამგზავრები, გავაცდინე სამსახური და გავუყევი წვიმიან გზას.

წვიმაც იყო და წვიმაც, ის რაც ბათუმში დაგვხვდა. უმრავლესობა მომზადებული იყო, მე კი თხელი მოსაცმელი და კეტები მეცვა. თავიდან ბოლომდე დავსველდი, მაგრამ რატომღაც ერთგული ფანივით ბოლო წუთამდე ვიდექი, ვკანკალებდი და ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ეს უღიმღამო კონცერტი. იმ მომენტში ძალიანაც ვნანობდი იქ წასვლას, თუმცა როცა სახლამდე მივჭყლაპუნდი, გამოვიცვალე, გავშრი და გავთბი ეს ყველაფერი არც ისე დიდ ტრაგედიად მომეჩვენა. ბოლოს და ბოლოს, წინა პოსტი ხომ სწორედ წვიმაში მოცეკვავე გოგონაზე იყო…

raindance

ბათუმში ბევრი რამ შეიძლება გაგახსენდეს. არა, მარტო ბათუმში კი არა, ნებისმიერ ადგილას, რომელთან დაკავშირებული მოგონებებიც გაქვს. თავის მხრივ, ეს მოგონებებიც რამდენიმე კატეგორიად იყოფიან:

  • ერთმნიშვნელოვნად ტკბილი
  • მომწარო, მაგრამ სასიამოვნო
  • ტკივილიანი მოგონებები

ბოლოდან რომ მივყვეთ, ტკივილიანი მოგონება აუცილებლად ტკივილს არც უნდა უკავშირდებოდეს… პირიქით, შესაძლოა შენი ცხოვრების ძალიან ბედნიერ მომენტსაც კი გახსენებდეს და სწორედ ის გაყენებდეს ტკივილს, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა…

თუმცა, როგორც წესი, დროის გასვლასთან ერთად ეს მოგონებები სიმძაფრებს კარგავენ და ჯერ უბრალოდ მომწარო გემო დაკრავთ, შემდეგ კი საერთოდ ისე ტკბებიან, შეიძლება დიაბეტიც კი დაგვემართოს :)

კიდევ ბევრნაირი მოგონება არსებობს – ზოგის დავიწყება რომ გვინდა, ზოგი კი, პირიქით. ფოტოები, ვიდეოები, ჩანაწერები, სამახსოვრო ნივთებიც ხომ ამ მოგონებების ნაწილია. ახლა ჩემი 6 თუ 7 კვადრატული ოთახიც იმდენ მოგონებას ინახავს, სათითაოდ რომ მივყვე, ალბათ 1 თვეც არ მეყოფა მოსაყოლად. თუმცა ხანდახან მაინც ამომიტივტივდებიან ხოლმე განსაკუთრებული ამბები თავში და ძალიან მინდება აქ დავწერო.

ახლა უკვე გვიანია, რადგან გათენდა (ისევ) … მე სულ რაღაც 4 საათში უნდა ავდგე და სამსახურის საქმეზე წავიდე. ამიტომ ამ პოსტს აქ დავასრულებ და ამ სიმღერას დავტოვებ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოგონებებიან ფილმს გასდევს ფონად :)

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s