We need to talk about …

რამდენიმე წელია ამ ფილმის შესახებ ვიცი, თუმცა ყოველთვის თავს ვარიდებდი ხოლმე შინაარსის მოსმენას ან ტრეილერის ნახვას, შესაბამისად წარმოდგენაც კი არ მქონდა რაზე იყო. ვიცოდი მხოლოდ სახელი და მსახიობები. დღეს შემთხვევით წავაწყდი ტელევიზორში და ვუყურე.

We-Need-To-Talk-About-Kevin-DI

საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღამით, ჩაბნელებულ ოთახში, სრულიად მარტომ ნახოს საშინელებათა ჟანრის ფილმი და შემდეგ მშვიდად დაიძინოს. თუმცა არსებობს თემები, რომლებმაც შეუძლებელია არ აგაღელვოს. ზუსტად ასეთი აღმოჩნდა “We Need To Talk About Kevin” და ზედმეტად პატეთიკური არ ვიქნები, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ შემძრა.

ყოველთვის, როდესაც ფილმი ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს და საფიქრალს მიჩენს, ვცდილობ ვიპოვო ხოლმე საინტერესო მიმოხილვები მათ შესახებ, თუმცა ტექნიკურ მხარეებს არ ვგულისხმობ – ნაკლებად მაინტერესებს მსახიობების შესრულება, ოპერატორის ნამუშევარი, რეჟისორის ესთეტიკა და ა.შ.

ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ამ ყველაფერს ხაზს ვუსვამ. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო შინაარსობრივი მხარე და პერსონაჟების ქცევის, ხასიათის ახსნაა, რასაც ყოველთვის ვერ ვახერხებ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ მინახავს ფილმი, ძალიან მომწონებია, თუმცა მას შემდეგ გამიზარებია ბოლომდე, როცა რამდენიმე მიმოხილვა მაინც წამიკითხავს. არა იმიტომ, რომ მე თვითონ ვერ ვაზროვნებ, უბრალოდ როდესაც უბრალო მაყურებელი ხარ აუცილებლად გამოგრჩება რამდენიმე საინტერესო დეტალი, სიმბოლო და მინიშნება. აი, მაგალითად, მსგავსი მიმოხილვები კი ამ სიცარიელეს ავსებს:

სიამოვნებით ვიქნებოდი კინოკლუბის წევრი, სადაც ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართებოდა. სხვის აზრსაც მოვისმენდი და ჩემსასაც ვიტყოდი. ზუსტად ამიტომ არ დავასრულე პოსტის სათაური “Kevin”-ით, რადგან მხოლოდ მასზე კი არა, ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს, გავაანალიზოთ ძალიან ბევრი თემა და საკითხი. იგივე შეიძლება ითქვას წიგნებზეც, რა თქმა უნდა. მით უმეტეს რომ ამ გადაცემიდან გავიგე, თურმე ეს ფილმი ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით ყოფილა შექმნილი, რომელიც ქართულადაც უთარგმნიათ.

იმის მიუხედავად, რომ ფილმი უკვე ვნახე, ოდნავადაც არ გამნელებია ინტერესი და აუცილებლად წავიკითხავ.

Advertisements

2 thoughts on “We need to talk about …

  1. ამას წინათ ვუყურე მეც ამ ფილმს,მერე მილდრედ პირსზე მინისერიალს.საწინააღმდეგო შემთხვევა ნაჩვენები,შვილი როგორ იძულებს დედას…ძალიან მძიმე და დამაფიქრებელი ამბავია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s