Holly days :)

2 წლის შემდეგ რუმინეთში დავბრუნდი. ძალიან მიხაროდა და ველოდი იმ მომენტს, როცა თვითმფრინავი ბუქარესტის აეროპორტში დაეშვებოდა. ამჯერად უკვე ყველა დეტალი მახსოვდა და თან არც მარტო ვიყავი. არადა, დღემდე მახსოვს როგორი დაბნეული ვიყავი სულ პირველად.

oooooo

 

რამდენიმე ძველი ნაცნობი ვნახე, თუმცა არა ის ადამიანები, ვისთანაც ყველაზე მეტი ემოცია და თავგადასავალი მაკავშირებდა. სანამ წავიდოდი, ვეკითხებოდი ჩემს თავს – მართლა ეს ქვეყანა მიყვარს ასე ძალიან თუ უბრალოდ იმ 8 თვეს “მივტირი”-მეთქი… აღმოჩნდა, რომ ორივენიცა :D

საქართველოში დაბრუნებისთანავე 1 კვირა არ ამომისუნთქავს – შაბათს გამთენიისას ჩამოვფრინდი, დავიძინე და საღამოს “მზესუმზირას ეზოზე” ავედი. შემდეგ იყო ჩვენი კამპანიის დახურვა ფოთში. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო პირველი პროექტი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩემს ხელში გაიარა. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინე ჩემს თავში.

lll

ფოთიდან კი პირდაპირ Tbilisi Open Air-ზე აღმოვჩნდი. წელს, ჩემთვის, არც ისე საინტერესო line up იყო, თუმცა ამ ფესტივალის ერთგული გულშემატკივარი ვარ და, რა თქმა უნდა, არ გამოვტოვებდი. ძალიან მომეწონა ახალი ლოკაცია. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩემს საყვარელ მუსიკოსებსაც მოვუსმენ და ისეთივე მძაფრი ემოციები მექნება, როგორც შარშან.

ახლა რამდენიმე დღეში GemFest-ზე მივდივარ. მერე კი აუცილებლად კარგად უნდა დავისვენო -აგვისტოს მეორე ნახევრიდან სოფელი, ჰამაკი და წიგნები მელიან.

hhh

იმედია, თქვენც სასიამოვნოდ ატარებთ ზაფხულს. დააგროვეთ ბევრი საინტერესო ამბავი და აუცილებლად მოგვიყევით.