თვეში ერთხელ მაინც დავწერო

სექტემბერი ისეთი თვეა, ცოტათი ახალ წელს რომ გავს. აი, პატარ-პატარა თასქების დაწყებას ორშაბათისთვის ვდებთ ხოლმე, უფრო დიდი გეგმებისთვის კი სექტემბერია.

My new life chapter one concept for fresh start, new year resolu

Chapter 12737282 :D

თან უცნაური ისაა, რომ ამდენი სამსახურის მიუხედავად, არც ერთ მათგანში შვებულების გამოყენება არ დამჭირვებია – ზაფხულში ყველა ქუდს იხურავდა და არდადეგებზე მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ამ რეჟიმში ვარ და ყოველ ზაფხულს გემრიელად ვისვენებ.

წელსაც ასე, ივნისის ბოლოს დასრულდა ჩვენი პროექტი და გადავწყვიტე სექტემბრამდე დამესვენა, შემდეგ კი ისევ ახალი სამსახურის ძებნა დამეწყო. თუმცა ამჯერად ძალიან მინდოდა (და კვლავაც მინდა), რომ უფრო სტაბილური საქმისთვის მომეკიდა ხელი.

ცალკე პოსტი უნდა დავწერო იმაზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები – ჩემთვის აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

მოკლედ, სექტემბრიდან ახალი ცხოვრების დაწყება არ გამომივიდა, თუმცა ოქტომბერსაც რა უჭირს? :D