უკანასკნელი ფოთოლი

ო’ჰენრის აქვს ერთი პატარა, ძალიან კარგი მოთხრობა “The last leaf”… თუ წაკითხული გაქვთ, მიხვდებით ახლა რასაც ვიტყვი – თითქოს ზუსტად ეს უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა ჩემთვის…

fb_img_1477222473974

გქონიათ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც არაფერი გამოგდით? ყველაფერი თქვენგან დამოუკიდებლად ფუჭდება და უკან მიდის… ზუსტად ასე ვარ ბოლო დროს.

ოჯახი, სამსახური, პირადი ცხოვრება – სრული კრახი.

და მაინც იმედს არ ვკარგავდი, ვცდილობდი კარგი განწყობა შემენარჩუნებინა და “პატრონუსის” თეორიას მივყოლოდი, რომელიც დემენტორების დამარცხებაში გეხმარება.

ზუსტად ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში იდეა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და რომლის განხორციელების შემდეგაც, მჯეროდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

თითქმის მთელ ჩემს დროს ამაზე ფიქრს ვუთმობდი, უახლოეს მეგობრებსაც გავუზიარე და ერთ-ერთ მათგანთან ერთად დაგეგმვაც დავიწყე, თუ როგორ მოგვეყვანა სისრულეში. ეს უნდა ყოფილიყო ერთი პატარა, საყვარელი Start up, რომელიც ადამიანებს სახეზე ღიმილს მოგვრიდა და მათ ყოველდღიურობას გააფერადებდა.

დავიწყეთ მზადება და ვფიქრობდით, რომ დეკემბერში დაგვეწყო, თუმცა გუშინ აღმოვაჩინე, რომ ზუსტად 3 დღის წინ აბსოლიტურად იდენტური იდეა სხვამ უკვე რეალობად აქცია.

ალბათ, ვერავინ მიხვდა რატომ განვიცადე ასე ძალიან ეს ამბავი – ხდება ხოლმე რომ ერთნაირი იდეა სხვადასხვა ადამიანებს ერთდროულად ებადებათ და შემდეგ ყველაფერი დასწრებაზეა, მაგრამ მე ამისთვის მზად არ ვიყავი.

მართლა ვერ ვუშვებ, რომ დამთხვევაა. მგონია, რომ ცხოვრება უბრალოდ დამცინის. ვიცი, გიჟის სიტყვებს გავს, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.

Advertisements

10 thoughts on “უკანასკნელი ფოთოლი

  1. სხვა შემოდგომებიც მოვა.
    და შენნაირი კარგი გოგოს გამხნევება არასდროს მომბეზრდება.

    ასე რომ, … ერთი ამოისუნთქე და თავიდან დაიწყე .

    • კარგი გოგო შენ ხარ, თუ კაია ^^
      მადლობა :) ისე, სულ სევდებს ვაფრქვევ, ხო?
      არადა, რეალურად რომ მიცნობდე აბსოლიტურად სხვანაირი ადამიანი ვარ. ეტყობა აქ ვიცლები :D

  2. დეპრესიულ/პესიმისტური სათვალეები მოიხსენი , შეეცადე დააკვირდე დეტალებს და მიხვდები რომ ყველაფერი არც ისე ცუდათაა როგორც შენ გგონია :) ჰო შეიძლება ბანალურად ჟღერდეს ეს ყველაფერი. როცა ცუდათ ვართ არ გვშველის ოპტიმისტურ/დადებითი ფიქრები , არგვაქ მაგის დრო , ჩაფლულები ვართ ბოლომდე პესიმიზმის მორევში და იქიდან გამოსვლა აღარ გვინდა , თითქოს მოგვწონს კიდეც ეს პოზა, ერთგვარი კომფორტის ზონაა სადაც ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს ის რომ ცუდათ ვართ და ახლა არშეგვიძლია არაფერი და ველოდებით, ველოდებით როდის მოხდება რამე კარგი , რომ იმ რაღაცამ გამოგვიყვანოს ამ მორევიდან , მაგრამ მერე ამ რაღაცას ვეჭიდებით, ვებღაუჭებით ბოლომდე და თუ ისიც არამართლებს ისევ პესიმიზმის საბანს ვიხურავთ და ვაგრძელებთ ლოდინს

    • გითხარი, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი მგონიხარ?
      დღემდე ვუმტკიცებ, რომ ბლოგი აქვს და მიმალავს… ეხლაც მგონია, რომ შენ ის ხარ :)

      • საუკეთესო მეგობრობა ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის )
        თუ ის გიმალავს მაშინ მეც დაგიმალავ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s