ჩემთვითონ

პატარა რომ ვიყავი ამ სიტყვას თურმე ხშირად ვიყენებდი ხოლმე. ფაქტია, ძალიან მომწონდა ყველაფრის “ჩემთვითონ” კეთება. არის რაღაც თვისებები, რაც ბავშვებს კოჭებშივე ეტყობათ და ჩემს შემთხვევაში ეს თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

pippi

ზუსტად ამიტომ გახდა პეპი ჩემი საყვარელი პერსონაჟი – პატარა, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა, რომელიც მარტო ცხოვრობდა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, კიდევ უფრო ბევრი წიგნიც წავიკითხე, მაგრამ პეპი გრძელიწინდა დღემდე რჩება იმ პერსონაჟად, რომელთანაც თავს ვაიგივებ (ოღონდ ბესო ჩუბინიძეს არ უთხრათ).

ახლა კი მთავარი ამბავი: უკვე თითქმის 1 თვეა, რაც ბინა ვიქირავე და საცხოვრებლად გადავედი. ამაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ბლოგზეც არაერთხელ დამიწერია და, როგორც იქნა, 25 წლის ასაკში I did it !

სწორედ ამიტომ, ვამატებ ახალ კატეგორიას ამავე სათაურით “ჩემთვითონ”, სადაც შევეცდები აქტიურად გაგიზიაროთ გამოცდილება მარტო ცხოვრების შესახებ.

 

Advertisements

2 thoughts on “ჩემთვითონ

  1. წარმატებები <3 ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაგიდგამს, რასაც ბევრი ვერ გაბედავს!

    • მადლობა, მეც დიდხანს ვიკრებდი გამბედაობას, სხვათა შორის :D მთავარი სირთულე, ოჯახის ამ აზრთან შეგუება იყო. დავწერ ამაზეც :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s