რა კარგად გამოიყურები :)

რატომღაც მომინდა, რომ დამეწერა იმ დღეებზე, როდესაც კარგად გამოიყურები. ამას ყველა აღნიშნავს და პირველ რიგში შენ ამჩნევ, როდესაც დილით იღვიძებ, სარკეში იხედები და, ვუალა: შენი კანი და თმა თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია.

skin

პირველი არ ვარ ვინც ამას ამბობს, მაგრამ ჩემი თავიც და ბევრი სხვაც მაკიაჟის გარეშე ბევრად უფრო მომწონს, თუმცა ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებ ტონალურის გარეშე გარეთ გასვლას.

ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, უძილობაა. ახლა რომ ღამის 4 საათია ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დილით იდეალური კანით ვერც ერთ ვარიანტში ვერ გავიღვიძებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვალების უპეები მექნება ჩაშავებული და მომიწევს კონსილერით გავიღიავო.

ყოველდღე ვპირდები ჩემს თავს, რომ ადრე დავიძინებ, მაგრამ სანამ უკიდურესად არ დავიღლები, ამას ვერ ვახერხებ. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვცადო და ამ ყველაფერს ერთგვარი ჩელენჯის ფორმა მივცე. წლების განმავლობაში წაკითხული და გაგონილი რჩევებიდან 3 მაინც რომ გავითვალისწინო, იქნებ შედეგიც დავინახო და წლების შემდეგ ჩემს შვილიშვილებს “სილამაზის საიდუმლო” გავანდო.

ცოტა ხნით დავივიწყოთ  თავის მოვლის ძვირადღირებული საშუალებები, ხილ-ბოსტნეულისგან სახლში დამზადებული ნიღბები და ვიზიტები კოსმეტოლოგთან. ალბათ, ეს ყველაფერი ვერაფერს გიშველის თუ ძირითად რუტინას არ ასრულებ:

  1. გძინავს 7-8 საათი მაინც და ისიც თავის დროულად – ახლა რომ დავიძინო და შუადღისას გავიღვიძო, ალბათ, არ ჩაითვლება. იდეალური დრო 12-დან დილის 8-მდეა.
  2. სვამ საკმარისი რაოდენობის წყალს – ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავ საკუთარ თავს. დღის განმავლობაში 2,5 ლიტრს მაინც ვიღებ, თუმცა მაინტერესებს, იქნებ ონკანის წყალი სულაც არ ითვლება?
  3. არ ეწევი – No comment.
  4. ერიდები ულტრაიისფერ სხივებს – სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ. მზეს რაც შეეხება, მგონი, პირიქით, მისი ნაკლებობა მაქვს. ზამთარში განსაკუთრებით, თითქმის მთელ დღეს indoor ვატარებ. თუმცა, უცოდველი ნამდვილად არ ვარ – ზაფხულობით გასარუჯად არანაირ დამცავს არ ვიყენებ და SPF-ის შესახებ საერთოდ 2 თვის წინ გავიგე.
  5. მაკიაჟს ყოველთვის იშორებ სახიდან – ნამდვილად ასეა! როგორც კბილების გამოხეხვის გარეშე ვერ დავიძინებ, ასევე მაკიაჟით ვერ ჩავწვები საწოლში.

ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ჩემი გამოწვევა მომდევნო 10 დღის განმავლობაში. შედეგს აუცილებლად გაგიზიარებთ და დამატებით რჩევებსაც სიამოვნებით მოვისმენ. იქნებ მე რაიმე გამომრჩა?

 

 

Advertisements

წინასაზაფხულო პოსტი

 

კარგი ამინდები გამოდის. დროა, ყველანი ფორმაში ჩავდგეთ. რა თქმა უნდა, ქალი (და კაციც!) თავს ყოველთვის უნდა უვლიდეს, მაგრამ ზაფხულში – განსაკუთრებით. ის, რაც გვეპატიება ზამთარსა და ცივ ამინდებში, რასაც გრძელმკლავიანი მაისურებითა და სქელი ტანსაცმლით ვფარავთ, ახლა სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაისის დარჩენილ კვირებს ჯანმრთელობისა და სილამაზის დღეებად ვაცხადებ.

პირველ რიგში, რასაც უნდა მივხედო ეს არის კბილები!!!

მართალია, მათ ყოველთვის ვუვლიდი და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ მაინც გამიჩნდა პრობლემები.

რამდენიმე დღეა, შევამჩნიე, რომ წინა კბილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიპლომბე, ამექერცლასავით და ფერიც შეიცვალა. ასევე, სიბრძნის კბილებიც გამიფუჭდა – მირჩიეს, რომ საერთოდ ამოვიღო ისინი. თურმე, არასწორი თანკბილვა მაქვს და ამის გამოსასწორებლად ზაფხულში მომიწევს რკინის ფირფიტის ტარება, ხოლო მომავალი წლიდან კი – ბრეკეტების.

ეპილაცია – ოჰ, რა სატანჯველია ეს ზედმეტი ბუსუსები. მაგრამ რა ჯობია გაკრიალებულ სხეულს?! <3 მე უპირატესობას ელექტროეპილაციას ვანიჭებ. მართალია, ცოტათი მტკივნეულია, თუმცა  – ეფექტური :)

ასევე, ბიოეპილაცია, რომელიც თმებს სამუდამოდ არ აქრობს, თუმცა პარსვას ნამდვილად ჯობს. განსაკუთრებით, ბიკინის არეში.

შემდეგი ეტაპია – მანიკური და პედიკური.

ეს უკანასკნელი ჩემი საყვარელი პროცედურაა. კეტებსა და ჩექმებში ჩახუთულ ფეხებს დასვენება ჭირდება. თანაც, ღია ფეხსაცმლის სეზონი მოდის. მოუვლელი ფრჩხილები აღარ გვეპატიება : )

ასევე, ცხოვრებაში პირველად ვაპირებ სახის გაწმენდას. ამაზე ბევრი არაფერი ვიცი, ამიტომ მოგვიანებით დავწერ.

თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ და გამიზიარეთ, თქვენ როგორ ემზადებით ზაფხულისათვის?

ჩემი ფიტნესცხოვრება : )))

უკვე 2 კვირა გავიდა, რაც გლდანის პრაიმ-ფიტნესში დავიწყე სიარული. თავიდან, როგორც მჩვევია, დიდი ხალისით, თუმცა მერე უნივერსტეტში სწავლა დაიწყო და კვირაში 2ჯერ ძლივს ვახერხებ ხოლმე მისვლას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მარტო სიარული მაგრად მეზარება, არადა ჩემი და ქეთის განრიგი ყოველთვის არ ემთხვევა  და ასეთ დღეებშიც არ დავდივარ ხოლმე :(

ხოდა მივხვდი, რომ თუ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანი ხარ, არ გყავს საკუთარი მანქანა და გლდანიდან ძაალიან, ძალიან შორს ცხოვრობ, იქ ყოველდღე მეტროთი სიარული ძალიან მოუხერხებელია…

ჩემს აბონიმენტს 4 აპრილს გასდის ვადა. ვეცდები დარჩენილი 2 კვირა მაქსიმალურად გამოვიყენო, რომ მთლად წყალში გადაყრილიც არ გამოვიდეს ის ფული, მაგრამ შემდეგ თვეში თუ გადავწყვიტე ფიტნესცხოვრების გაგრძელება, აუცილებლად ვაკეში გადმოვინაცვლებ (თან, აქაც აქვთ რაღაც აქციები და  + აუზი) .

ისე, ეფექტს რაც შეეხება, სულ 5-6ჯერ ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობ შედეგს: ფეხის კუნთები ოდნავ უფრო გამიმაგრდა და მუცლის პრესიც შეეჩვია დატვირთვას <3

ასევე ვესტუმრე ორთქლის საუნასაც და ძალიან სასიამოვნო იყო. მართალია, თურქეთშიც  ვიყავი მსგავს საუნაში, მაგრამ მაშინ დიდად არ მომეწონა. ალბათ, იმიტომ, რომ ისედაც მცხელოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა გრილ წყალში ჩავმხტარიყავი.

მოკლედ, ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე თავს უფლებას მივცემ, თქვენ კი – რჩევას : )) :  გასახდომად და ფორმაში ჩასადგომად თავს უაზრო დიეტებით ნუ დაიტანჯავთ .

მიაშურეთ ფიტნესცენტრებს და იყავით თავდაჯერებულები, ხალისიანები და ლამაზები!!! :)

Girlish

 

გავიარ-გამოვიარე და ისევ ბლოგს მოვადექი.
ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადავწყვიტო თქვენთან ერთად :) ადრეც დავწერე, რომ სკოლის ბანკეტზე ისე ვერ ვიყავი, როგორც მინდოდა. ეს კი იმიტომ, რომ ყველაფერი ბოლო წამს გადავწყვიტე: ვარცხნილობა, მაკიაჟი… ლამის, კაბაც.
ჰოდა, რა ხდება _ 18-ში კლასელები ისევ ვიკრიბებით, სკოლის დამთავრებიდან 1 წლის გასვლას აღვნიშნავთ. ძალიან მინდა ახლა მაინც გამოვიყურებოდე ისე, რომ მომავალ წელს სურათები სიამაყით გადავათვალიერო :D

მე ბანკეტზე

მე ბანკეტზე

რა თქმა უნდა, შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა არა:
მაშ ასე: კაბას არ შევიკერავ და ამაში არ გადავიხდი 300 ლარს; ვარცხნილობას და მაკიაჟს არ გავიკეთებ სილამაზის სალონ “კარინაში”; არ ჩავიცმევ ქუსლებზე (პრინციპში, შარშანდელსაც არ ერქვა ქუსლები, 3-4 სანტიმეტრი თუ იქნებოდა, მაგრამ მაინც), კაბა იქნება ძალიან თავისუფალი და გრილი….

ეს უკანასკნელი ჯერ არ შემირჩევია, თუმცა ხვალ ან ზეგ მაღაზიებში გავივლი და საბოლოოდ გადავწყვეტ.
თმის ვარცხნილობა, მგონი მოვიფიქრე და მაინტერესებს, თქვენც თუ მოგეწონებათ.

ამას წინათ “sex and The ciTy”-ს ერთერთი სერია ვნახე და ძალიან მომეწონა, ვფიქრობ, უბრალო, სადა და ჰაეროვანია. ერთი ესაა, ცოტა გრძელი სახის ფორმა მაქვს და რომ გავისწორებ, უფრო არ ჩამომიგრძელოს (თუმცა, ვფიქრობ, ბოლოში აპრეხილები უფრო დააბალანსებენ).

აბა, თქვენ რას ფიქრობთ? : ))) ველოდები რჩევებსა და შენიშვნებს : ))

P.S: აუ, ასეთი საშინელებაც არ ვიყავი, სურათზე რომ ვარ : )))))) დამიჯერეთ! :D

ჩემი მშვენიერი ლედი

“ზაფხულია, ცხელა, ცხელა”…
ვერ ვიტან ზაფხულს თბილისში, ახლაც ერთი სული მაქვს, როდის გავვარდები აქედან, თუმცა, კიდევ ერთი თვე და რამდენიმე დღე ჩემს სურვილს ასრულება არ უწერია,.. უნივერსტეტის გამოცდები + უნარების გადაბარება. მოკლედ, მინიმუმ 7 ივლისამდე თბილისში ვარ და მერეც არვიცი, როდის ავალ კოჯორში.

პრინციპში, ეს ყოველივე ჩემს დღევანდელ პოსტთან არაფერ შუაშია. ახლავე მოგახსენებთ, რაშიცაა საქმე.
უნივერსტეტში მოკლე “იუბკით” წავედი, სანამ სახლიდან გავიდოდი, სარკის წინ დავტრიალდი და მივხვდი, რომ ყოველდღე 2ლულაში ჭამამ, საღამოობით კი თონის პურებმა შედეგი გამოიღო: სადღაა ჩემი აშხვართული ფეხები :(
ჰოდა, ცხოვრებაში პირველად, მეც დავდექი იმ პრობლემსი წინაშე, რასაც დიეტას ვუწოდებ და რაზეც ყოველთვის ვეჩხუბებოდი, ჩემს დაქალებს. არადა, დიეტა იქნებოდა ამ გაგანია გამოცდების დროს?!

არაუშავს, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და მეც ვეცდები ჩემი რაციონიდან ცომეული ამოვიღო… ამით კიდევ ერთ კარგ საქმეს გავუკეთებ საკუთარ თავს: ფულს დავზოგავ.

ყველაზე ცუდი კი იცით რა არის? ჩემმა კურსელმა ბიჭმა, რომელიც სულ ჩემს ფეხებზე ლაპარაკობდა, დღეს მითხრა, მეგონა უფრო წვრილი ფეხები გქონდაო : (((( მიწა რატომ არ გამისკტტტტა? :D

დიეტის გარდა, კიდევ რამდენიმე რაღაც მაქვს გეგმაში ამ შაბათ-კვირას: თმის შეღებვა, მანიკური-პედიკური, ეპილაცია, წარბების კორექცია და საყიდლები.

ჰო, კიდევ, მემგონი, 2 კვირაში კლასი სკოლის დამთავრებიდან 1 წლის გასვლას აღვნიშნავთ და მაგ დღისთვისაც უნდა მოვემზადო.

მოკლედ, აღარ ვიცი, რაზე ვიფიქრო, სად შემიძლია ამდენი? : ))