comfortably.

Hello!

Is there anybody in there?

Just nod if you can hear me.

Is there anyone at home?

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბლოგზე წერა ძალიან მომენატრა და სამუშაო დროიდან ნახევარი საათის მოპარვა გადავწყვიტე.

ბოლოს რომ შევხვდით ნოემბერი იყო და “უკანასკნელი ფოთლის” ჩამოვარდნას ველოდებოდი, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

change

Life has been treating me quite well lately. ან პირიქით – მე შევხედე ცხოვრებას სხვა მხრიდან. ჰო, ჰო, ასეა!

დოდკამ დაწერა რამდენიმე კვირის წინ პოსტი ახალ ბლოგზე “Fail Fast” და ტრადააამ! ყველაფერი განათდა: პროექტი, რომლის წამოწყებასაც მე და ნუცა ვაპირებდით და რომლის ჩაშლაზეც დაახლოებით ისე ვინერვიულე, როგორც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი განშორების ჟამს, ჯერ არც კი არსებობდა. ანუ I failed even faster :)

დღეს რა ხდება ჩემს ცხოვრებაში? – ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ

  • 2 თვეა დავიწყე მუშაობა Gingers-ში – პატარა, საყვარელ მარკეტინგულ სააგენტოში, რომელიც ჯერ 1 წლისაც კი არ არის. ბოლო დროს აჩემებული მქონდა ამ სფეროში გადმობარგება და აი, მეც აქ ვარ.
  • ასევე, 2 თვეა დისტანციურად ვეხმარები ჩემს მეგობარს სარეკლამო კომპანიის მართვაში. ორივე შემთხვევაში, ვსწავლობ ბევრ საინტერესო და საჭირო რამეს.
  • ბოლო წლების განმავლობაში, მგონი, პირველად ვარ single ამდენი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არ ვთვლი პატარ-პატარა ფლირტუშკებს :)
  • მაქვს ერთი, კონკრეტული და დიადი მიზანი და ზუსტი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები.
  • საკუთარ თავთან ვარ სრულ ჰარმონიაში და ველი გაზაფხულს.

როგორ ხართ თქვენ? :)

 

 

როგორ გახდა თამთა ავად და რაზე ფიქრობდა ამ დღეებში

წიგნებში ან ფილმებში არის ხოლმე ასეთი სათაურები, ჰოდა მეც მოგიყვებით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შაბათს თანამშრომლებთან, არტ დირექტორთან, ფოტოგრაფთან და ჩვენს პატარა მოდელთან ერთად აგარისკენ გავემართე. სულ მალე იქ ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნება, თუმცა სანამ ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენს გადასაღებ მოედნად იქცა.

weroebi

ამინდში თან გაგვიმართლა (რადგან არ წვიმდა) და თან არა (რადგან საშინელი ქარი იყო)… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გავცივდი და უკვე მეოთხე დღეა საწოლში ვწევარ.

ასეთ დღეებში, ბევრი არაფერი ხდება ხოლმე, რადგან გარესამყაროს მოწყვეტილი ხარ, მაგრამ, სამაგიეროდ, ფიქრისთვის კი გრჩება დრპ. ავადმყოფობის მიუხედავად, მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი გაზაფხულია. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ სამყარომ ასე ზედმიწევნით გაიგო რა მინდოდა და პირველი მარტიდან ახალი ეტაპი დაიწყო.

ძალიან მიყვარს ხოლმე მოვლენების ჯაჭვის ძიება და მიხარია, როცა ვრწმუნდები, ჩემი გადაწყვეტილებების სისწორეში ან თუნდაც იმაში, რომ იმან, რაც ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა და რასაც ძალიან განვიცდიდი, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა.

ფიქრი ყოველთვის მიყვარდა, დაფიქრებას კი ახლა ვსწავლობ… ბევრი სულელური ნაბიჯი გადავდგი, რასაც თავის დროზე ვამართლებდი, მაგრამ დღეს მინდა, რომ უფრო წინდახედული ვიყო. პედანტური გათვლებით, ალბათ, ვერასდროს ვიცხოვრებ, თუმცა სანამ რამეს ვიტყვი/გავაკეთებ ათამდე… არა, სამამდე მაინც დავითვლი :)

Isn’t it good ?

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბლოგზე ბოლო პოსტი დავწერე.სახლში ისევ ხუთნი ვცხოვრობთ და ტელევიზორიც მუდამ ჩართულია, თუმცა ამ ერთ თვეში მაინც ბევრი რამ შეიცვალა.

პირველ რიგში, გაზაფხულდა. თუმცა მანამდე, როცა ჯერ კიდევ ზამთარი იყო, მე ზურგჩანთა მოვიკიდე და ბათუმში წავედი.

batum

ამ მოგზაურობის დროს

  •  წავიკითხე “ნორვეგიული ტყე”
  • გავუშვი ნაოკო
  • შევხვდი მიდორის 

ცხოვრება უბრალოდ მოვლენათა ისეთი წყობა რომ იყოს, რასაც მშრალად ვწერთ ავტობიოგრაფიებში, ძალიან უინტერესო იქნებოდა:

დავიბადე 1991 წელს

1997 წელს შევედი 53-ე სკოლაში

2009 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2013 წლიდან ვმუშაობდი ამა და ამ ორგანიზაციებში

შევქმენი ოჯახი

გავაჩინე შვილები

მოვხუცდი და მოვკვდი.

რა კარგია, რომ ამის მიღმა მთელი სამყაროა :)

სასექტემბრო

 

შემოდგომა მშვიდობისა :)

1 თვე გავიდა ჩემი ბოლო პოსტიდან და ოჰ, ამ 1 თვეში ჩემს თავს იმდენი რამ მოხდა… რასაც მერე მოგიყვებით.

გუშინ კი უცნაური სიზმარი ვნახე, ვითომ ისევ რუმინეთში ვიყავი, მაგრამ უკვე საქართველოში წამოსვლის დრო იყო, ვჩქარობდი, მატარებელზე მაგვიანდებოდა, ტაქსისთვის ფული არ მყოფნიდა და ყველა ჩემს ფეხსაცმელს ძირი ჰქონდა გამძვრალი :D მოკლედ, ჩემი ქვეცნობიერი ყველანაირად ცდილობდი იქ დავეტოვებინე.

მენატრება EVS – პირველ რიგში, მენატრება ჩემი თავი ისეთი, როგორიც იქ ვიყავი. ჩემი ცხოვრების სტილი, ბევრი მოგზაურობა ან თუნდაც ძალიან ბევრი შოკოლადის ჭამა. მენატრებიან გოგოები და ჩვენი სახლი, დილები და უფრო მეტად საღამოები, როცა სამზარეულოში ერთად შევიყრებოდით. ნეტავ ოდესმე ისევ თუ გავერთიანდებით ექვსივე? მენატრებიან სხვა მოხალისეები, რომელთაც დავუმეგობრდი იქ ყოფნის განმავლობაში ან არც დავუმეგობრდი, მაგრამ “იქ” და “მაშინ” ერთად ვიყავით და გვიხაროდა.

სევდისთვის და მოსაწყენად დრო არ მრჩება, თუმცა ხანდახან კი შემომაწვება ხოლმე სასიამოვნო ნოსტალგია და, ალბათ, ეს სიზმარიც ზუსტად მაგიტომ დამესიზმრა. მაგრამ რეალური ცხოვრება გრძელდება, წინ მიდის… იმ დღეს დედაჩემმა ფეხებზე გადამისვა ხელი და ჩაილაპარაკა, როგორ გაიზარდეო. სიგრძე-სიმაღლეს არ გულისხმობდა, რა თქმა უნდა – ნუთუ ეს იყო მომენტი, როცა მშობელი აცნობიერებს რომ მისი შვილი ბავშვი აღარ არის? როგორც ჩანს, დედაჩემმა ეს აზრი მალევე უკუაგდო, რადგან გუშინ ღამით ისევ რამდენჯერმე დამირეკა, სახლში დროზე მოდიო.

მე მგონი, პატარაობაში კიდევ უფრო მარტივი იყო ეზოში დასარჩენად 5 წუთის გამოტყუება, ვიდრე ახლა… მოკლედ, მძიმე თემაა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად მშობლების დადანაშაულება სისულელე იქნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემზეა (ჩვენზე) დამოკიდებული, მაგრამ ვიხანგრძლივებ იმ პატარ-პატარა კომფორტებს, რომელსაც ისინი მიქმნიან და ვიმიზეზებ, რომ “აი, მაგალითად, ახლა მაგისტრატურაზე ჩავაბარე და მოდი, შევხედავ კიდევ ცოტა ხანს”… თუმცა, ზუსტად ვიცი, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მალე ყველაფერი შეიცვლება :)

ზაფხულიდან გამოყოლილი

 

ჩემს ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯებიდან ერთერთი ყველაზე სწორი ის იყო, რომ ბლოგი შევქმენი და ამდენი წლის განმავლობაში ვუერთგულე. ახლა რომ ვუფიქრდები, არაფერი არ მიკეთებია ასე ხანგრძლივად საკუთარი არჩევანით, თუ არ ჩავთვლით 16 წლიანი სწავლის პროცესს, რომელიც, პრინციპში, აქ მოსატანი არცაა.

ზუსტად დღეს შევჩივლე ბარბის, რომ ჩემი ხასიათი ცოტა მაშინებს, ყველაფერი ძალიან მალე მბეზრდება მეთქი, თუმცა ახლა, როცა new post-ის ფანჯარა გავხსენი და გონებაში დადრაფტული საზაფხულო მოგონებების გახსენება დავიწყე, მივხვდი, რომ ამას უკვე მეხუთე წელია ვაკეთებ – საკუთარი ნებითა და სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

საზაფხულო მოგონებებს რაც შეეხება, უცნაურად მოკლე ზაფხული მქონდა. 20 წლის განმავლობაში 3 თვიან არდადეგებს მიჩვეული წელს ცოტა უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს, როდესაც სიტყვა “შვებულება” მახსენდებოდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და ყოველგვარი შვებულების გარეშე სამსახურსაც სექტემბრამდე დავემშვიდობე. ამის მიუხედევად, მაინც დიდხანს მომიწია თბილისში დარჩენა – პრინციპში, მომიწია არა, უფრო საკუთარი სურვილით დავრჩი. ჯერ ერთი, საკმაოდ გრილი ზაფხული იყო და სიცხეებს არ შევუწუხებივარ, მეორეც 20 ივლისამდე, მოგეხსენებათ, გამოცდებს ვაბარებდი და მესამე – <3

აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე დღით წავედი წილკანში მეგობრებთან და 6 თვის იოანესთან ერთად. გარდა იმისა, რომ ეს რამდენიმე დღე კარგად გავატარე, ასევე გავაცნობიერე რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვის ყოლა. პასუხისმგებლობა, ალბათ, კიდევ არ არის ის სიტყვა, ეს უფრო არის შენი ცხოვრების მთლიანად სხვისთვის მიძღვნა… თუმცა, დედები, ალბათ, იტყვიან, რომ შვილი “სხვა” არ არის. ამას მეც ვაცნობიერებ, მით უმეტეს, რომ დედობრივი ინსტიქტები ყოველთვის გამძაფრებული მქონდა, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ ის მაინც ცალკე ადამიანია, ის შენ არ ხარ, მაგრამ მას შენ ჭირდები, ძალიან ჭირდები – უნდა რომ სულ ყურადღებას აქცევდე, აჭამო, აბანაო, ეთამაშო, ხელში გეჭიროს და არწიო… თუ ნახევარი საათით დაიძინა, ამ დროს უბრუნდები საკუთარ თავს, მაგრამ საკამრისია მეორე ოთახიდან ბავშვის წამოტირება გაიგო, რომ ისევ მისით იწყებ ცხოვრებას… მოკლედ, ძალიან შემეშინდა ამ ყველაფრის და მივხვდი, რომ ჯერ დედობისათვის მზად არ ვარ.

აგვისტოს მეორე ნახევრიდან დასავლეთით დავიძარი – 2 კვირაში ვიყავი საქართველოს 3 კუთხეში.

სამეგრელოში ყოველ ზაფხულს ვისვენებ, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, თუმცა წელს იქაურობამაც დაკარგა ჩემთვის სიმყუდროვე. რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი, არც მდინარეზე მივლია,  წიგნიც მხოლოდ ერთი წავიკითხე.

5 დღე გავატარე აჭარაში – თავიდან, ბათუმში, სადაც summerset-ზე დასასწრებად ჩავედი, თუმცა შაბათს ძალიან მაგრად იწვიმა. ნახევარი საათი ცეკვის შემდეგ უკვე ძალიან გავილუმპე და სახლში წამოვედი, კვირას კი საერთოდ ჩაიშალა ფესტივალი.

ორშაბათს გადავედი კვარიათში, სადაც ძალიან კარგი ამინდი და გარემო დამხვდა. ზღვა და მთა ერთად ძალიან მომხიბლავია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ დასვენებით ბოლომდე ვისიამოვნე… ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.

ყველაზე მთავარი მოვლენა ამ ზაფხულს სვანეთის მონახულება იყო. ვფიქრობ, სვანური ვოიაჟი ცალკე პოსტს იმსახურებს, რადგან შთაბეჭდილებებით სავსე ვარ. მოკლედ რომ ვთქვა მაინც – იქ სულ 2 დღე გავატარე, დავათვალიერე მესტია და უშგული. ვიყავი სვანურ მუზეუმში, სვანურ სახლში, სვანურ კოშკში, სვანურ ეკლესიაში…

გუშინ კი დავბრუნდი თბილისში, ძალიან გამიჭირდა დაძინება მანქანების ხმაურში – როგორც კი თვალებს ვხუჭავდი, მეგონა რომ ჩემი ლოგინი შუა ტრასაზე იდგა და ვოცნებობდი ისევ ჩემი სოფლის სიჩუმეზე.

კარგი ის არის, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება.

საბოლოო ჯამში, არ მივტირი ზაფხულს – დაიწყო შემოდგომა, სიახლეებით სავსე. ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. მგონია, რომ ის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და ეს მხოლოდ მახარებს. ის ოდნავი შიშიც, რომელიც ცვლილებებს ახლავს, ჩემში სიამოვნებასა და ადრენალინს იწვევს.

new style

მე ახალი ვარცხნილობა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სტილი რადიკალურად შევიცვალე. გრძელ და ხუჭუჭა თმას დროებით დავემშვიდობე, ახლა ის მოკლე და სწორია, თანაც მუქი წაბლისფერი.

ვფიქრობ ამ ცვლილებას ახალი ტანსაცმელი საბოლოოდ დაამშვენებდა, ცოტა უფრო საქმიანი და კლასიკური. რადგან ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი გამაჩნია, თებერვალს ჩემს გარდერობში  ”გადატრიალების თვედ” ვაცხადებ.

რადგან მომავალ შოპინგს forever-ზე ვგეგმავ, დაგათვალიერებინებთ ჩემს ფავორიტებს ამ სტილში:

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის :P

my 2010

 

2 კვირაზე მეტი გავიდა, რაც ახალი წლის დადგომა ვიზეიმეთ (თუ, რა თქმა უნდა, ძველით ახალ წელსაც არ ჩავთვლით : )))) ნელნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მე კი ვაპირებ გასული წელი შევაჯამო. ამაში ჩემი ძველი ბლოგი დამეხმარება:

2010 წლის დასაწყისში მეტნაკლები წარმატებით მოვიშორე ჩემი პირველი საუნივერსტეტო გამოცდები და შევუდექი პირადი ცხოვრების მოწყობას. ზუსტად მახსოვს, რომ რამდენიმეს შორის გავაკეთე არჩევანი და სრულიად მიზანმიმართულად დავიწყე მოქმედება : ))) ეს ახლა ცოტათი სასაცილოდ მეჩვენება, თუმცა იმ პერიოდში ძალიან ვიყავი გატაცებული. თავიდან ყველაფერი ”გეგმის მიხედვით” აეწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც failed relationship შემრჩა ხელთ.

ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა და დაიწყო ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ტკბილად მომაგონდება ჩემი სტუდენტური ცხოვრებიდან. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ბავშვი ჩემს კურსზე და მათთან ერთად სად აღარ დავდიოდი. შეიძლება ითქვას, რომ სულ ერთად ვიყავით და მაგრად ვერთობოდით.

მერე იყო ასევე დაუვიწყარი ზაფხული. ჯერ ვიყავი კოჯორში, სადაც ყოველ წელს კარგად ვერთობი, მაგრამ წლევანდელი წელი იმით იყო გამორჩეული, რომ ნოდო გავიცანი <3 მერე ვიყავი ქობულეთში და ბოლოს თურქეთში. პირველად წავედი საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოკლედ, ნაყოფიერი ზაფხული მქონდა : )))

შემოდგომიდან – facebook-ზე შევიცვალე relationship სტატუსი. : ))) არა, რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მხოლოდ fb-ზე არ ასახულა : > კიდევ, დავიწყე მუშაობა ჯეონიუსში, მაგრამ მალევე წამოვედი. უნივერსტეტიც ფეხებზე დავიკიდე, იმიტომ რომ საერთოდ გადავიფიქრე ჟურნალისტობა.

ასე მიიწურა ჩემი 2010.  სამომავლო გეგმებზე და სურვილებზე, ალბათ, დავწერ… ოღონდ დღეს არა :)